მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
“ფორდის” ტიპის მიკროავტობუსი გზაზე გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც მძღოლმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.
შემთხვევის ადგილას სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, ასევე სამართალდამცველები მუშაობენ.
ისინი დაშავებულს პირველად დახმარებას უწევენ.
ფოტო: “მთავარი არხი”