ცხინვალის თეატრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
“ცხინვალის ივ. მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შესანიშნავი ქართველი თეატრმცოდნისა და საზოგადო მოღვაწის, ნოდარ გურაბანიძის გარდაცვალების გამო.
დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ ოჯახს, კოლეგებს, სტუდენტებს და ქართულ თეატრალურ საზოგადოებას, ამ უდიდეს დანაკლისს!”