ბაღდათში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად გარდაცვლილი რობაქიძეების ოჯახის წევრების დედა, მადონა რობაქიძე, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„როგორი ძნელი არა შეუძლებელია თქვენზე წარსულში ლაპარაკი….სულ ასე გყავდა მაი ჩახუტებული ჩემი შვილები მჯერა ეხლაც ასე გყავს ჩაკრული გულში დედასავით….მჯერა რომ ისევ ერთად ხართ…და კარგად ხართ…..ვერასოდეს შევეგუები უთქვენობას ეს ის ტკივილია ვერაფერს რო ვერ შეადარებ….უზომოდ მიყვარხართ და მენატრებით…..შეხვედრამდე ჩემო ანგელოზებო“, – წერს ის.