„მოზაიკის“ ცნობით, გორთან მამაკაცს მატარებელი დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა.
„თბილისი-ფოთის მატარებელი იყო. მამაკაცს ხიდისთავთან დაეჯახა. გარდაცვლილი 34 წლისაა“, – განუცხადეს აღნიშნულ მედიას.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.