არასრულწლოვანი გოგოს გათხოვების კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა. ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.
14 წლის მოზარდი 21 წლის ბიჭთან ერთად გაიპარა. ოჯახი ფაქტს მალავდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ბავშვის მდგომარეობით სკოლის ადმინისტრაცია დაინტერესდა, მშობლებმა ფაქტი აღიარეს.
სასწავლო დაწესებულებამ საქმეში პოლიცია დაუყოვნებლივ ჩართო. 21 წლის ახალგაზრდას შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს.
ამ დროისთვის უცნობია, სად არის მე-9 კლასის მოსწავლე გოგო.
თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე არ სახელდება მოზარდის ვინაობასა და იმ სკოლას, სადაც 14 წლის გოგო სწავლობდა.