Tuesday, July 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“თაფლის სანთელი დიდ იშვიათობად იქცა… კაჩიგარიებს დაამსგავსეს, სანთელს წვავენ თუ “პაკრიშკებს”, ვეღარ გაიგებ უკვე” – რას წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე

February 26, 2024
“ცეცხლად გექცეთ ჩემი ხელიდან მიღებული ზიარება და ჩემი შენდობის ლოცვა კი წყევლად” – ვის მიმართავს დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.

„კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-ის (დევდარიანი, 1972-1977 წწ) საქმეთა მმართველის ბატონ გიორგი (გოგი) ცქიფურიშვილის მოგონებებიდან ძალიან მნიშვნელოვანი ცნობები, თუ როგორ იწარმოებოდა იმ დროს საეკლესიო წმ. სანთლები და რა ფასებში იყიდებოდა. მაშინ სულ დაახლოებით 50 მოქმედი ტაძარი ჰქონდა საპატრიარქოს მთელ საქართველოში👇
“მიყვარს ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესია, ორი კათალიკოს პატრიარქი მოღვაწეობდა, უწმინდესი კალისტრატე და დავითი. ორთავეს სიგიჟემდე უყვარდათ ეს წმინდა ეკლესია, კალისტრატეს დროს სულ წმინდა თაფლის კოშტით (ანუ ცვილით) მზადდებოდა წმინდა სანთელი, კათალიკოს-პატრიარქ დავით V-ს ამ ეკლესიის სეიფში წმ. მარინეს ეკლესიაში (ქაშუეთის ქვედა სართულზე), სამახსოვროდ შენახული ჰქონდა კათალიკოს კალისტრატეს დროინდელი ნამზადი სუფთა სანთელი და ტომრით ნატეხი შაქარი.
კათალიკოს-პატრიარქ დავით V-ის დროს სანთელი მზადდებოდა 50% ნამდვილი სანთლის კოშტით, 20% ტექნიკური კოშტით, 20% ცერეზინით და 10% პარაფინით (სანთლის სიმაგრისათვის), რომ სანთელი არ გადაღვენთილიყო.
კათალიკოს-პატრიარქ დავითის დროს კილოგრამ სანთელს საპატრიარქო ყველა ეპარქიების ეკლესიებზე ყიდდა 20 რუსულ მანეთად. რაიონებში ყველაზე იაფიანი სანთელი ერთი ცალი ღირდა 0,20 კაპიკი, თბილისში ეს ღირდა 0,30 კაპიკი. იყო სხა ფასიანებიც: 0.50 კაპიკი, 1.00 მანეთიანი, 2.00 მანეთიანი და ყველაზე დიდი 5.00 მანეთი, ეძახდნენ კელაპტარს, ხმარობდნენ ჯვრისწერებზე და ნათლობებზე.
სანთელი ნამდვილი კოშტი (სუფთა თაფლის ცვილი) ჩამოქონდათ ეპარქიდან დაახლოებით 100 კგ.- 150 კგ. და ერეოდა ტეხნიკური კოშტი, და ცოტაოდენი პარაფინი, თორემ სანთელი არ დადგებოდა, წაიქცეოდა, გადაიღვერთებოდა.
საპატრიარქო ყიდდა ყველა ეკლესიებზე (ანუ ტაძრებზე) 1 კგ. სანთელს 20 მანეთად და ეკლესიები ყიდდნენ 1 კგ. 120 მანეთად.
და ის 100 მანეთი მოგება იყო ტაძრების (ეპარქიების).
კოშტი ესაა სუფთა, ნატურალური სანთლის ცვილი, მეფუტკრეებიდან ყიდულობდნენ ხოლმე. კოშტს ეძახიან უკვე სანთლის ცვილს რომ შეკრავ ფორმებში, სანამდი ცეხში გადაადნობდენ და დაამზადებდნენ სანთელს. კოშტი იგივე ცვილის გამკვრივებული ნაჭერია.”
ახლა რა ხდება?! საპატრიარქოს ტაძრების აბსოლუტურ უმრავლესობაში იყიდება მთლიანად პარაფინის სანთლები ყვითელფერმიცემული, საქართველოში თვიურად ყიდიან ტონობით პარაფინის სანთელს, რომელსაც აქვს მომწამვლელი შავი ჭვარტლი, მურავს ტაძრების კედლებს და ფრესკებს, ტოქსიკურია ადამიანებისთვის, ფინანსური დანახარჯი მიზერულია, მოგება კი კოლოსარულია. ანუ შიოლაშვილის პერიოდში საპატრიარქომ სანთელიც კი გახრწნა და წაბილწა! თაფლის სანთელი დიდ იშვიათობად იქცა და თითოროლა სასულიერო პირიღა აწარმოებს საკუთარი სურვილით, ხოლო საპატრიარქოს და ეპარქიების სანთლის საწარმოო საამქროები მთლიანად პარაფინზეა გადასული, რომლის ქიმიურ შემადგენლობაზე არავინ აწარმოებს კონტროლს! შეიხედეთ ქაშვეთში, სამთავროში, თბილისის სხვა ეკლესიებში, მათ შორის ახლად აშენებულებში – კაჩიგარიებს დაამსგავსეს, სანთელს წვავენ თუ “პაკრიშკებს”, ვეღარ გაიგებ უკვე“, – წერს ის.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • Tik-Tok გამოწვევას კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლი ჰყავს – გარდაცვლილია 12 წლის ბიჭი
  • “27 წლის მანძილზე, პირველად, დავითხოვეთ თანამშრომელთა დიდი ნაწილი”- რამაზ სამხარაძე
  • დასახელდა ზოდიაქოს 3 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge