“ნაპოლის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ გუნდის გასახდელში ახალი წესები შემოიღო, ამის შესახებ Napolipiu იტყობინება.
კალცონამ ასევე, კვარაცხელიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.
იტაილური გამოცემების ინფორმაციით, კალცონამ იცის რომ კვარას სეზონის გადარჩენა შეუძლია და გუნდისთვის ფუნდამენტური პერსონაჟი უნდა გახდეს. აღნიშნულს Corriere dello Sport ავრცელებს.
მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ხვიჩა სათადარიგო სკამზე აღმოჩნდეს, ეს ქართველისთვის დამატებითი მოტივაციაა და ეცდება ყველაფერი გამოასწოროს.
წყარო – pnews.ge