ციხისძირის სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
“საწუთრომ დასცალა სოფლის საამაყო კეთილშობილი ადამიანი __ ზურაბ გათენაძე. დიახ საწუთრომ დასცალა მისი ჯანმრთელობა, თავად კი საწუთროს დასაცლელად კიდევ ბევრი წელი უნდა ეცოცხლა, ბევრი კეთილი, სამაგალითო საქმე უნდა ეკეთებინა.
წავიდა სიმშვიდის, პატიოსნების, კეთილგონიერების მაგალითი და დატოვა სახელი, რომლის ხსენება მუდამ საამაყო იქნება თითოეული ციხისძირელისთვის.
ჩვენ დავკარგეთ უფროსი მეგობარი, კაცი,რომელიც დააკლდა სოფელს.
ვუსამძიმრებთ ოჯახს! სასუფეველი იყოს სამკვიდრო ზურაბის სულისა!
ციხისძირის საჯარო სკოლის დირექტორი და პედაგოგიური კოლექტივი ღრმა მწუხარებით თანაუგრძნობს ოჯახს”