“ილია მეორის “კგბ”-ს სააღრიცხვო ბარათი”- დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში სკანდალურ ფოტო ავრცელებს.
“ბატონმა რენო სირაძემ დამიწერა კომენტარში და მომაწოდა ეს ფოტო, რისთვისაც დიდი მადლობა მას. ინტერნეტში კი ტრიალებს ეს ქსეროასლი, მაგრამ ცუდი ხარისხით, ეს კი ქსეროასლის ავტორის ხელიდან გამოსული ხარისხიანი ფოტოასლია:
ილია შიოლაშვილის კგბ-ს აგენტობის დამადასტურებელი სააღრიცხვო ბარათი, რომლის ქსეროასლის გადაღებაც პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დაავალა მას!
რენო სირაძე: “ ეს [გულისხმობს მიტროპ. დავით ჭკადუას ბარათს – ი.ჭ.] და კიდევ ორი ბარათი ფოტოაპარატით გადავიღე გროზნოში. სხვა დანარჩენები ქსერო ასლით დუდაევის კანცელარიაში. მერე კი ვინანე რომ ყველას ფოტოსურათი არ გადავუღე. ფოტოები უფრო შთამბეჭდავია, რადგან ჩანს ბარათების მასალა, თხელი მუყაო. დავდებ შიოლაშვილის ბარათის ქსერო ასლს. ყველა ბარათი ჩემს მიერაა კოპირებული. 1992 წლის თებერვალში. მალევე ასლების ასლები გადავეცი ფრანკფურტში მამა გლებ იაკუნინს”