“ჩვენ არაფერი გვაქვს მოსანანიებელი, აქეთ მოინანიონ უკანონო პატიმრობაში რომ ვართ” – ასე მიმრთა მოსამართლეს დღევანდელ პროცესზე გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულმა ვახტანგ ჩიქოვანმა.
დღეს სასამართლოს სხდომაზე გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულებმა: ვახტანგ ჩიქოვანმა, არჩილ გაგნიძემ და ნიკოლოზ რევაზიშვილმა, რომელთაც ოქროს მოწმისთვის – გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან, სიტყვით ისარგებლეს.
სამივე მათგანს მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლისთვის, ვაჟა ფუხაშვილისთვის, ერთი სათქმელი ჰქონდა – საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილება გამოეტანა, თუმცა, იქვე დასძინეს, რომ აღნიშნულის მოლოდინი არ აქვთ.
“იმის იმედი არ მაქვს, რომ განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებთ. რაც არის მაქსიმუმი, იმას “დააჩაქუჩებთ”, თქვენ მეუბნებით, რომ პატივი გცეთ? – ამ სიტყვებით მიმართა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულმა არჩილ გაგნიძემ მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილს