ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
“სახელისუფლებო მედია სერიოზულად ამტკიცებს, რომ ოპოზიცია ზაფხულში ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის ცემას გეგმავადა, თან ისე, რომ მას მოვალეობა ვეღარ შეესრულებინა და მერე თავმჯდომარე მისი მოადგილე, ლელოს წევრი სიორიძე გახდებაოდა. შედეგად ის ჩაატარებდა არჩევნებსო.
ამიტომაც შეცვალა “ოცნებამ” კანონი და გააუქმა სიორიძის თანამდებობაო.
მათი მტკიცებით, ფაქტობრივად, სიკვდილისგან უხსნიათ კალანდარიშვილი საკანონმდებლო ცვლილებით,”-წერს მეტრეველი