აჭარაში 110 წლის ასაკში მყოფი უხუცესი ქალბატონი ფატყუმე დიასამიძე გარდაიცვალა. ხანდაზმული ქალბატონი ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.
აღსანიშნავია, აჭარაში 100 წელს გადაცილებული 35 მოქალაქე ცხოვრობს, აქედან ერთ მათგანს 100 წელი 2024 წლის 7 იანვარს შეუსრულდა. 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს შორის 5 კაცი, 30 კი ქალია.