სინოპტიკოსები 8 მარტს ქუთაისში თოვლს პროგნოზირებენ. დღისით +5 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი -1 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც მოთოვს. დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსი. ასევე თოვაა მოსალოდნელი ბათუმში, სადაც დღისით სინოპტიკოსები +6 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში თოვს, +20 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +2 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც თოვლია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 იქნება. თოვლი იქნება სოხუმშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +4 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც თოვს. დღისით -3 გრადუსი იქნება, ღამით -12 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლს ვარაუდობენ ამბროლაურში, სადაც +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიწევს.
თოვს ჭიათურაშიც. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომშიც თოვს. დღისით ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში -7 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში თოვლიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით -2 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -12 გრადუსი იქნება.
გორშიც თოვს. დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -5 გრადუსი დაფიქსირდება. თოვს ცხინვალშიც, დღისით ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.
თოვაა მოსალოდნელი გუდაურშიც. -4 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -12 გრადუსი იქნება. ომალოშიც თოვლია ნავარაუდები, ჰაერის ტემპერატურა დღისით 0 გრადუსი იქნება, ღამე კი -13 გრადუსამდე დაიწევს.
თოვს ლაგოდეხშიც. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +6 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლიანი დღეა ნავარუდები თელავშიც, სადაც დღის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -4 გრადუსია მოსალოდნელი.
ასევე თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. +2 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაიწევს.
რუსთავშიც თოვლი და ძლიერი ქარია ნავარაუდები. +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +6 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.