საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ანდერძად მისი ფერფლის ანაკლიის მიწაზე მიმოფანტვას იბარებს. ამის შესახებ განცხადება სააკაშვილმა ჯერ კიდევ პრეზიდენტობის დროს, 2012 წლის მაისის დასაწყისში, მაშინდელი „რუსთავი 2“ – ის ეთერში გააკეთა:
“ანაკლიაში ჩემთვის წარმოუდგენელი აურაა… ამიტომ, მინდა, ჩემი ფერფლი ანაკლიის მიწას მოაფინონ, როცა ამ ქვეყნად აღარ ვიქნები“ – განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილმა ხელისუფლების მიწურულს, ანაკლია ქალაქად გამოაცხადა.
შენიშვნა: მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge -ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით.