“ფეხს არ შემოგადგმევინებთ “იმედში”, – ამის შესახებ TV იმედის მფლობელი ირაკლი რუხაძე ამბობს, რომელიც NDI-ისა და მედიის წარმომადგენლების შეხვედრაზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს თავს დაესხა.
შეხვედრაზე დამსწრეები ამბობენ, რომ ორგანიზაციის დელეგაცია მას “გაოგნებული უსმენდა” და მანვე თქვა, რომ “ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა ზედოზირებით”…
სანამ “ნაციოონალური მოძრაობა” არსებობს, და “ნაციონალურ მოძრაობაში” მე ასევე მოვიზარებ იმ პარტიებს, რომლებიც ოდესღაც მათი ნაწილი იყო და იგივე ფორმულას უკან ვინც დგას, “მთავარი არხის” უკან ვინც დგას, “ტაბულას” უკან ვინც დგას, ყველა ამ ხალხს. იქამდე, რა თქმა უნდა, ვიქნები პოლარიზებული. მაგალთად “ფორმულას” მფლობელს ფეხს არ შემოვადგმევინებთ იმედზე არასდროს, ქალბატონი გიული ალასანია ერთ-ერთი თანამფლობელი “მთავარი არხის” და რა თქმა უნდა მას და ვინც არის მასთან ასოცირებული ფეხს არ შემოვადგმევინებტ იმედზე.. გიორგი ვაშაძეს ფეხს არ შემოვადგმევინებ, მაგის გამო დავკარგგე ყველაფერი… სანამ არსებობს მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია და ვაშაძეები და ესენი, პოლარიზაცია იქნება, – ამბობს რუხაძე.