ბათუმში მცხოვრებმა რუსეთის მოქალაქეებმა, ანბანის კოშკთან ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მდუმარე აქცია გამართეს.
აქციაზე, სახელწოდებით “არ დაგვავიწყდება..არ გაპატიებთ” – შეკრებილებმა სამძიმარი გამოუცხადეს ნავალნის ოჯახს და განაცხადეს, რომ ის რუსულმა რეჟიმმა, კერძოდ პუტინმა მოკლა.
საქართველოში მცხოვრებმა რუსებმა აქცია გამართეს თბილისშიც, რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობასთან.