“ნავალნის ტრაგედია მაინც უნდა გვკარნახობდეს იმას, რომ პოლიტპატიმრის ციხეში ყოლა არა მარტო მისი სიცოცხლისთვის რისკის შექმნაა, არამედ და კიდევ უფრო მეტად და მნიშვნელოვნად, საკუთარი სახელმწიფოსთვის უდიდესი და ჩამოუწმენდავი კატასტროფის საშიშროების შექმნა”– ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
“სალომე ზურაბიშვილი რაც სწრაფად შეხედავს ამ კუთხით სააკაშვილის პოლიტპატიმრობას და შეიწყალებს მას, მით უკეთესი მისთვისაც, სააკაშვილისთვისაც და, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისთვის”– წერს გვარამია.