არქივიან რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ვიდეო ვრცელდება.
მან რუს ხალხს მითითება დაუტოვა, რომ მისი სიკვდილის შემთხვევაში, დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა გააგრძელონ.
ვიდეო არქივიდანაა და დღეს, მისი გარდაცვალების შემდეგ, მისი მხარდამჭერები სოციალურ ქსელებში აქტიურად აზიარებენ:
ჟურნალისტი: თუ დაგაპატიმრებენ და ციხეში გაგიშვებენ, ან მოხდება წარმოუდგენელი რამ და მოგკლავენ, რა გზავნილს დაუტოვებ რუს ხალხს?
ნავალნი: რუსი ხალხისთვის ჩემი გზავნილია, რომ თუ მომკლავენ, ძალიან მარტივია – არ დანებდეთ!
შეგახსენებთ, რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის რეგიონული დეპარტამენტის ცნობით, დღეს, სასჯელაღსრულების მე-3 გამოსასწორებელ კოლონიაში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა. უწყების მტკიცებით, ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, რის შემდეგაც მედიკოსებმა მის გადასარჩენად რეანიმაციული ღონისძიებები განახორციელეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ნავალნი 47 წლის იყო.