“ყველამ დიდი ხანია დაივიწყა… აზრი არ ჰქონდა მის მოკვლას”, – ამის შესახებ პუტინის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი წერს და რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ციხეში გარდაცვალებას ეხმაურება.
“…ველოდებოდი, ვინ იტყოდა პირველი, რომ ეს “პოლიტიკური მკვლელობა” იყო. როგორც ჩანს, Guardian პირველია. მაგრამ ოსკარი მაინც ლატვიაში მიდის – მათ ამას “ბრუტალური მკვლელობა” უწოდეს. არც კი დავიწყებ მათთვის იმის ახსნას, რომ ყველამ დიდი ხანია დაივიწყა, რომ აზრი არ ჰქონდა მის მოკვლას, მითუმეტეს, წინასაარჩევნოდ, რომ ეს სრულიად საპირისპირო ძალებისთვის იქნებოდა სასარგებლო. რატომ ხსნიან, როცა უკვე მშვენივრად იციან ეს ყველაფერი”… – წერს სიმონიანი.
reuters-ის ინფორმაციით, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა.
nbcnews.com-ის ინფორმაციით, ნავალნი „სეირნობის შემდეგ თავი ცუდად იგრძნო და მალევე გონება დაკარგა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ მივიდნენ დაწესებულების მედპერსონალი და გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი. ჩატარდა ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება, მაგრამ მათ დადებითი შედეგი არ გამოუღიათ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მსჯავრდებულის გარდაცვალება დაადასტურა“.