Saturday, July 12, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ნუცა ბუზალაძის გამო თურქეთში თვითმფრინავის ფრენა შეაჩერეს – რა ისტორიას იხსენებს მომღერლის დედა

February 15, 2024
“ევროვიზია 2024”-ზე საქართველოს ნუცა ბუზალაძე წარადგენს

მომღერალ ნუცა ბუზალაძის დედა, ნინო კანკავა, შვილის ცხოვრებას ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება. ახალგაზრდა მომღერლისთვის ყველაზე დიდი ზურგი სწორედ დედაა. იგი შვილისთვის მაშინაც ყველაზე დიდი სტიმული იყო, როცა ნუცა ამერიკის პრესტიჟულ კონკურსში, ,,ამერიკის ვარსკვლავში” მონაწილეობდა.

ჟურნალ სარკესთან ნინი კანკავა ნუცას შესახებ საუბრობს.

– ნუცა ბავშვობიდან ასეთი მიზანდასახული იყო?

– ყოველთვის. მახსოვს, პატარა იყო, მე და ჩემმა მულმა ბავშვები მდინარეზე ჩავიყვანეთ. ნუცამ ქვების შეგროვება დაიწყო. ჩემმა მულმა მითხრა, ნინო, დააკვირდი ამ პატარა ბავშვს, კენჭებს კი არ აგროვებს, დიდ ქვებს ეჭიდება, რომლის აღება მისთვის ძნელიაო. ბავშვობიდან ამჟღავნებდა ასეთ თვისებებს, რაც უფრო ძნელი გასაკეთებლია, იმ საქმეს შეეჭიდება.

– ვის ჰგავს თქვენი შვილი ასეთი შეუპოვარი ხასიათით?

– მამას. მამამისიც ასეთი იყო, პირდაპირი, შეუპოვარი, სიძნელეებს არ უშინდებოდა, ვაჟკაცური, სამართლიანი, უშიშარი. სწორედ ასეთი ხასიათით მომხიბლა, თუმცა რთულია ასეთ კაცთან თანაცხოვრება. ფაქტია, მამას ჰგავს. ცოტათი მეც, ორივესგან კარგი აიღო.

– რამდენიმე წლის წინ ნუცა თურქულ ,,ვოისში” გამოვიდა, მაშინაც ჟიურია აღფრთოვანება გამოიწვია. თქვენც ესწრებოდით მის გამოსვლას?

– დიახ, მეც ვახლდი, ველოდებოდი გულშემატკივრების ოთახში. ტელეეკრანზე ვუყუებდი მის გამოსვლას. გადაღება გვიან დამთავრდა, რადგან მსმენელმა მოითხოვა ნუცას განმეორებით გამოსვლა. ორჯერ ამღერეს. ჩვენ ბილეთები აღებული გვქონდა, ღამის 11-ის ნახევრისთვის იყო ფრენა. ვიგვიანებდით. დარეკეს აეროპორტში და თვითმფრინავი გააჩერეს. როცა გამოვედით, მთელი მაყურებელი გარეთ იყო გამოსული, ნუცას ელოდებოდნენ. დიდი ოვაციებით შეხვდნენ, ხელს ჰკიდებდნენ, ნამდვილი თუ ხარო. ასეთი შეხვედრა და მოწონების გამოხატვა მაშინ პირველად ვნახე.

საოცარი ენერგიის პატრონია, არასდროს არის კმაყოფილი თავისი მიღწევით. სულ პატარა, წლის და 6 თვის იყო, როცა პირველად გადაიღო ,,პირველმა არხმა” ბავშვთა დაცვის დღეს. მთელი გადამღები ჯგუფი დაიღალა, ახალფეხადგმული ნუცა კი შეუსვენებლად დადიოდა.

– ნუცას უკვე აქვს საშუალება, რომ თქვენ სიურპრიზები გაგიკეთოთ, გაგანებივროთ. როგორც ვიცი, ბავშვობიდან იჩენდა დედაზე მზრუნველობას.

– რაც თავი მახსოვს და რაც ნუცა ოდნავ წამოიზარდა, სულ ცდილობდა, გავენებივრებინე. ჩემზე ზრუნვა რატომღაც თავის თავზე აიღო. სხვანაირი ბავშვი იყო, თბილი, მოძრავი, მხიარული.

როგორც კი მცირეოდენი ფული გაუჩნდებოდა, მაშინვე ჩემთვის საჩუქრებს არჩევდა. დუბაიში ახალ ბინაშიც ჩემი გულისთვის გადავიდა, ისე მოაწყო, იმდენი ჯამ-ჭურჭელი იყიდა, სახლი გაავსო. მითხრა, დედა, რომ ჩამოხვალ, ყველაფერი ისე უნდა დაგახვედრო, როგორც შენ გიყვარსო. ჯერჯერობით ჩემი საყვარელი ოთხფეხა მეგობრის გამო ვერ წავედი. ,,ფლაი დუბაი” არ უშვებს თავის თვითმფრინავში ძაღლებს, მე კი დატოვება არ შემიძლია.

საერთოდ, ძალიან გულისხმიერია, ყველას ტკივილი და გაჭირვება მიაქვს გულთან. როგორც კი გაიგებს, ვინმეს სჭირდება დახმარება, მაშინვე მზად არის. ერთხელ ვუთხარი ახლობელ ბიჭზე, უჭირს-მეთქი და ახლავე დავურიცხავ ფულსო. დავურეკე იმ ყმაწვილს, ვუთხარი, პირადობის ნომერი ეკარნახა. მისაყვედურა, დედა, ასე პირდაპირ როგორ ჰკითხე, როგორმე სხვა გზით გაგეგო, ასე ხომ შეიძლება შერცხვეს და გული ეტკინოსო.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რიკოთზე ტრაილერი გადაყირავდა და მსუბუქი ავტომობილი მოიყოლა – ახალი დეტალები
  • ავარია რიკოთზე – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
  • რა გახდა საბავშვო ბაღში 2 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი – ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge