ვესტმინსტერის უნივერსიტეტის კვლევის შედეგების თანახმად, ვინც იღვიძებს დილის 5:22-დან 7:21 საათამდე, აქვთ სტრესის ჰორმონების უფრო მაღალი დონე, ვიდრე მათ, ვინც გვიან დგება. ასევე დადგინდა, რომ ამ პერიოდში მაღვიძარას დაყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ცუდი განწყობა, კუნთების ტკივილი, გაციება და თავის ტკივილი.
ექიმმა განმარტა, რომ დილის შვიდ საათზე ადგომა კარგია ადამიანების უმეტესობისთვის. თუმცა, კარგი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და სიცოცხლის გასახანგრძლივებლად მნიშვნელოვანია არა ადრე ადგომა, არამედ ძილის რეგულარული განრიგი – უნდა დაიძინოთ და ადგეთ ერთსა და იმავე დროს. ექსპერტის თქმით, ეს რეჟიმი უნდა იყოს დაცული შაბათ-კვირასაც. გამოსასვლელ დღეებში დასაშვებია ერთი საათის გადახრა. ამ შემთხვევაში ღამის დასვენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს შვიდიდან რვამდე საათზე ნაკლები.
უმჯობესია, დასაძინებლად 22-23 საათზე გვიან არ დაწვეთ. ამ პერიოდში ორგანიზმი ყველაზე მეტადაა მოდუნებული, ნერვული სისტემა ისვენებს, შესაბამისად, ჩაძინება არ ჭირს. ზრდასრულ ადამიანს 6-8 საათი მაინც უნდა ეძინოს, ბავშვებსა და მოზარდებს – 10 საათი. ძილისთვის საუკეთესო პერიოდია ღამის 11-დან დილის 5 საათამდე. ასეთი რეჟიმით დღისით ძილი არ არის რეკომენდებული, მეტადრე – მზის ჩასვლის შემდეგ. გასაღვიძებლად ყველაზე ოპტიმალური დრო დილის 5-6 საათია. თურმე ამ პერიოდში გაღვიძებული ადამიანი ყველაზე უკეთ გრძნობს თავს, მხნედაა, აქვს როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური კომფორტის განცდა. ამ პერიოდში საუკეთესოდ აითვისება ახალი ინფორმაცია, აზროვნების უნარი და გონებრივი შესაძლებლობები განსაკუთრებით გააქტიურებულია, ამიტომ ყველაფერი სწრაფად და ღრმად, საფუძვლიანად ილექება მეხსიერებაში.. ვრცლად..