მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
როგორც გიორგი წერს, მან საკუთარი თავისთვის მიცემული პირობა შეასრულა და ბაღში, რომელსაც „სუხიტას ბაღი“ ჰქვია, პატარა სახლს აშენებს.
„ახალი სიცოცხლეა ჩემი ბაღისთვის.
ეს მხოლოდ პირველი ეტაპია.
აქ ძალიან პატარა სახლუკას ვაშენებ, დედაჩემმა დაარქვა „ზღაპრის სახლი“ იმდენად პატარაა, მაგრამ გულში დიდი სიხარულია.
2020 წელს საკუთარ თავს სიტყვა მივეცი, როცა პაპა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო რომ ეს ტერიტორია უნდა გამეახლებინა და ამას თქვენს თვალწინ ვაკეთებ, არაფერი დადგმული, არაფერი მოგონილი.
ეს ყველაფერი მარტივი არ არის, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა“,- წერს გიორგი სუხიტაშვილი.