Tuesday, July 15, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ეს არის ბიზნესი, რომელიც პირდაპირ კრიმინალთანაა დაკავშირებული… ზოგი თავსაც კი იკლავს”- რაზე საუბრობს თამარ ჯაფარიძე

February 15, 2024
“ეს არის ბიზნესი, რომელიც პირდაპირ კრიმინალთანაა დაკავშირებული… ზოგი თავსაც კი იკლავს”- რაზე საუბრობს თამარ ჯაფარიძე

ეს არის ბიზნესი, რომელიც პირდაპირ კრიმინალთანაა დაკავშირებული. ეს არ არის ბიზნესი, რომელიც რაიმე პროდუქციას ქმნის, პირიქით, უკვე შექმნილს და აწყობილი იკარგება, – ამის შესახებ TIA.GE-სთან ინტერვიუში ორგანიზაცია „დედები აზარტული თამაშების“ წინააღმდეგ დამფუძნებელმა, თამარ ჯაფარიძემ განაცხადა.

“ჩვენ უამრავი  ბენეფიციარი გვყავს, რომელმაც აზარტული თამაშების გამო სახლ-კარი დაკარგა და ბევრჯერ  ამ ადამიანებს გამოსახლებების დროს გვერდით დავუდექით. გარდა ამისა, არსებობს სახელმწიფო სტატისტიკა, რომ 2023 წლის პირველ კვარტალში სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა 21-დან 40 წლამდე ასაკის 74 ადამიანი. აქედან 38 ნაპოვნია და დანარჩენზე ძებნაა გამოცხადებული. შარშან ხანგრძლივი ძებნის შემდეგ მიაგნეს ხაშურელ ახალგაზრდას, რომელმაც კაზინოში ძალიან დიდი თანხა წააგო და სასწარკვეთილი სახლიდან გადაიკარგა. სამწუხაროდ, ზოგი თავსაც კი იკლავს და ასეთიც ბევრი შემთხვევაა. გაიხსენეთ ბანკზე თავდასხმის შემთხვევები, როცა ზოგი სათამაშო იარაღით შედის, ზოგი ნამდვილით. ამ ადამიანების უმეტესობას ფული აქვს წაგებული. იცის, რომ ამ ფულს ვერ მიიტანს და ციხეში წასვლა ურჩევნია. დიახ, გახშირებული კრიმინალი, ძალადობა, სუიციდი, ადამიანების დაკარგვა და ქუჩაში ანგარიშსწორება უმეტეს შემთხვევაში, ამ უაზრო, უსინდისო და აღვირახსნილ ბიზნესს უკავშირდება. რომ არა „ქართული ოცნების“ მფარველობა, რომ არა ძალოვნების მფარველობა, რომ არა გავლებიანი პირების მფარველობა, ალბათ ეს ბიზნესი იმ რეგულაციებში მოექცეოდა, რომელიც 2022 წლის 1 მარტს იქნა მიღებული. ჩვენ ვითხოვთ სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა სათამაშო ბიზნესის რეგულირებაზე, ყველა არასამთავრობო საერთაშრისო ორგანიზაციას და საელჩოების წარმომადგენლებს ვეკონტაქტებით, რომ საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. ჩვენი მოთხოვნაა, რომ სახელმწიფომ სათამაშო ბიზნესის რეგულირების აღსრულების სტრატეგია მკვეთრი და ხელშესახები გახადოს.

ბატონი პაპუაშვილის სახელზე შეტანილი გვაქვს 100 მშობლის ხელმოწერა, სადაც ვითხოვთ კანონის აღსრულებას. ვითხოვთ, რომ სახმელეთო სამორიგნეებს, სლოტ კლუბებს და სამორინეებს მიეცეთ 2 წლის ვადა, რომ  ქალაქის პერიმეტრიდან გავიდნენ.  მთელ ქალაქში ბდღვრიალებენ კაზინოები, სლოტ-კლუბები და ტოტალიზატორები. არც ერთს არა აქვს რეგულაცია გათვალისწინებული, პირიქით, სათამაშო დაწესებულებებს თავზე აწერიათ გასართობი ცენტრი. მოვითხოვთ რომ მუნიციპალურმა სამსახურებმა გათიშონ ეს მანათობელი რეკლამები, რომ ადამიანებს თვალში ნაკლებად მოხვდნენ, მაგრამ წერილზე პასუხი ჯერ არ მიგვიღია. მითხრეს, რომ წერილი დარგობრივ კომიტეტში გადაიგზავნა. დარგბრივი კოომიტეტიდან რა თქმა უნდა, არვინ გამოგვეხმაურა იმიტომ, რომ იციან რასაც ვითხოვთ, ასე, რომ ეს ჩემი წერილები პრეზიდენტიდან დაწყებული, საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლებით დამთავრებული კაბინეტიდან კაბინეტში გადადის..

მე საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ გამოდით ადამიანებო, ერთად დავდგეთ შვილების გადასარჩენად. დედების ორგანიზაციას პოლიტიკური პარტია ან პოლიტიკური ფიგურა არ მფარველობს, ჩვენ ვართ სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც მხოლოდ ხალხის ინტერესების გამტარებელია და ამ ბრძოლაში ხალხთან ერთად ვდგავართ!“ – განაცხადა ჯაფარიძემ.

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცნობილია „სადგურის მოედანზე“ ნგრევის დროს ერთ-ერთი დაღუპულის ვინაობა
  • სენაკში მოზარდს დენმა დაარტყა
  • ძლიერი მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge