დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების საფუძველი მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და პატრიარქის მდივან რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის ხელწერილი გახდა – განცხადება ამის შესახებ დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაა “დღის სტუმარში” პირდაპირი ჩართვის დროს გააკეთა.
როგორც მამალაძე განმარტავს, მისი ძმა საპატიმროდან უპირობოდ გაათავისუფლეს:
როგორც იურისტმა ამიხსნა, არანაირი პირობა არ დევს, არც სამაჯური არც შინაპატიმრობა, არ პირობითი. დასაბუთება იყო, როგორც ადვოკატი ამბობს, ჯანმრთელობის გაუარესება და ამ საქმეში ე.წ. დაზარალებულის, შორენა თეთრუაშვილის ხელწერილი. ეს ორი ფაქტორი იყო ამ საქმეში” თქვა მამალაძემ.
რაც შეეხება ჯანმრთელობას, მისივე თქმით, დეკანოზის მდგომარეობა კრიტიკულია, მას დაწყებული აქვს კუნთების ატროფია და სავარაუდოდ სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანენ:
“უახლოს დღეებში დიდი ალბათობით, საჭირო გახდება მისი საზღვარგარეთ გადაყვანა, გამომდინარე იქიდან, რომ ის ექიმები, რომლებიც შედიოდნენ საპყრობილეში და უტარებდნენ კვლევებს, მათი რეკომენდაცია იყო, მათ შორის სახალხო დამცველის წარმომადგენლებისაც, რომ საქართველოში მისი მკურნალობა შეუძლებელი იყო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საზღვარგარეთ მოხდება მისი გადაყვანა”- ამბობს თორნიკე მამალაძე.