2000-იანი წლების დასაწყისში, მაშინ, როცა ინტერნეტი ფართოდ გავრცელებული არ იყო და ინფორმაციის მოძიებაც ჭირდა, გამოჩნდა ჩეჩენი გოგონა, „მაკა ჩეჩენკა“- მაშინ ყველა ასე იცნობდა. მაკა საგაიპოვა 15 წლის ასაკში, კავკასიაში ყველაზე პოპულარული მომღერალი გახდა.
მაკამ თავისი სილამაზითა და მომხიბვლელობით საზოგადოებას თავი მალევე შეაყვარა და მიუხედავად ენის არ ცოდნისა, საქართველოშიც უსმენდნენ. „ლამაზი ბიჭი“ იყო სიმღერა, რომელმაც მას განსაკუთრებული ცნობადობა მოუტანა.
წლების შემდეგ, საქართველოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცეკვის გამო, ძმამ იეჭვიანა და მას სასტიკად გაუსწორდა – ჩაქოლა. პარალელურად, გავრცელდა კადრები, სადაც სავარაუდოდ, ერაყელი გოგონას ჩაქოლვა იყო ასახული, ინტერნეტსივრცეში ყველა ამტკიცებდა, რომ ეს სწორედ მაკა საგაიპოვაა.
ეს ხმები კარგა ხანს დადიოდა, ბევრმა დაიჯერა, ბევრმაც საპირისპირო გაავრცელა, ამტკიცებდნენ, რომ ის ცოცხალია და წარმატებული ქალია.
სინამდვილეში, როგორც გაირკვა, მაკა ჩეჩენ ბიზნესმენს გაჰყვა ცოლად და პარიზში გაემგზავრნენ, ის დიდხანს არ გამოსულა სცენაზე. რამდენიმე წლის შემდეგ, დაუბრუნდა ჩეჩნეთის ესტრადას, მაგრამ მისი დაბრუნების ეფექტი ისეთი აღარ იყო, როგორც მომღერლის კარიერის დასაწყისი.
ჩეჩნეთის რესპუბლიკისა და ინგუშეთის რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი – ვკითხულობთ მის „ინსტაგრამ“ აღწერაში.
მაკას ხვალ 37 წელი უსრულდება.