რუსთავში ე.წ. სტამბულის ბაზრობაზე 9 თებერვალს დაჭრილი 25 წლამდე მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა კვლავ მძიმედ ფასდება.
სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, რომ პაციენტი არის კონტაქტური.
შეგახსენებთ, რომ 9 თებერვალს ე.წ. სტამბულის აგრარულ ბაზრობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა, 4 ადამიანი მოკლა და ერთი დაჭრა.
მკვლელობისთვის დაკავებულია 36 წლის გიორგი ორველაშვილი.
ორველაშვილს რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამავე საქმეზე იარაღის დაუდევრობის შენახვის ბრალდებით დაკავებულია ორველაშვილის 19 წლის ძმა, რომლის მფლობელობაში არსებული იარაღითაც მოხდა მკვლელობა.
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა აღკვეთი ღონისძიების სახით მასაც პატიმრობა შეუფარდა.