10 თებერვალს, თბილისის დროით, 2:59 საათზე ახალმთვარეობა იქნება. ამ კონკრეტულ ახალმთვარეობას ჩვეულებრივზე მეტი ასტროლოგიური დატვირთვა აქვს – აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, სწორედ 10 თებერვალს დადგება დრაკონის წელი.
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი დრაკონის შემოსვლასთან დაკავშირებთ, შემდეგ რეკომენდაციას ავრცელებს:
„ამაღამ, ღამის 3 საათზე შემობრძანდება დრაკონის წელიწადი. მადლობით გააცილეთ კატა-კურდღლის წელი და შეინახეთ ფიგურები. დადგით დრაკონის ფიგურა, აანთეთ სანთელი და მადლიერებით დალოცეთ ყველა… უსურვეთ ყველას ბედნიერება და ყველა ის სიკეთეები, რაც თქვენ გინდათ, რომ მოგეცეთ ამ ახალ წელიწადში…
მშვიდობიანი სიყვარულითა და სიხარულით სავსე ცხოვრებას გისურვებთ ყველას,“ – წერს ასტროლოგი.