რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ამონარიდებს კინემატოგრაფისტების დიალოგიდან, რომლებიც ბერლინში, ქართული დელეგაციის გამგზავრებას აპროტესტებენ.
შემზარავი წასაკითხია, როდესაც ერთი ადამიანი – მეორე ადამიანის მიმართ, ისეთი უკიდეგანო ზიზღით არის გამსჭვალული, რომ მის ტრაგიკულ აღსასრულზე ოცნებობს, ანუ, ეს ქალბატონები, ბედნიერები იქნებიან, თუ თბილისი-ბერლინის რეისის მგზავრებს: მე, ზურა მაღალაშვილს, სალომე დემურიას, ნიკა აბრამაშვილს, ნინი ბადურაშვილს, თინა ყაჯრიშვილს, ლაშა ხალვაშს, მარიამ ხაჭვანს, ლევან გაბრიაძეს, ბაჩო ოდიშარიას… სასტიკი აღსასრული გვეწევა” – წერს რუსუდან გლურჯიძე Facebook-ზე.
მისი თქმით, ეს აღარ არის ხუმრობა, ეს უკვე შემაშფოთებელი, საგანგაშო მოვლენაა და მკაცრ შეფასებას საჭიროებს.
„უმორჩილესად ვთხოვ ჩემს ყველა მეგობარს თუ ნაცნობს – შეაფასოს ეს პოსტი ( წინასწარ გაფრთხილებთ, რომ დავბუსტე პოსტი, რათა მას, უფრო ფართო აუდიტორია გაეცნოს). იქნებ , ვინმემ, ნაცნობმა თუ უცნობმა, ამიხსნას, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე… იმასაც მოგახსენებთ, რომ ორი დღე ვფიქრობდი, სანამ ამ სქრინს გამოვაქვეყნებდი… ეს სქრინი, ამონარიდია კინემატოგრაფისტების დიალოგიდან, რომლებიც ბერლინში, ქართული დელეგაციის გამგზავრებას აპროტესტებენ.
ეს აღარ არის ხუმრობა! ეს უკვე შემაშფოთებელი, საგანგაშო მოვლენაა და მკაცრ შეფასებას საჭიროებს. P.S გოგოებო, არ დაგავიწყდეთ, რომ აღნიშნული თვითმფრინავის A9-781Georgian Airways, ბორტზე, სხვა, ორასამდე მგზავრი იქნება“ – წერს რუსუდან გლურჯიძე.