Thursday, March 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“პირდაპირ მინდა გითხრათ, მთელი დამაჯერებლობით, ეს სიყვარული არ არის”– რაზე საუბრობს მამა საბა ჭიკაიძე

February 8, 2024
“პირდაპირ მინდა გითხრათ, მთელი დამაჯერებლობით, ეს სიყვარული არ არის”– რაზე საუბრობს მამა საბა ჭიკაიძე

„ამ კითხვაზე პირდაპირ გიპასუხებთ – უფლება არ გაქვთ, რომ გიყვარდეთ ადამიანი, კაცი, რომელიც არის ქორწინებაში და დაოჯახებულია. რაც უნდა სიყვარულს გეფიცებოდეთ, გარწმუნებდეთ თავის სიყვარულში და საჩუქრებს გიკეთებდეთ, ამას არავითარი მნიშვნელობა აქვს”- ასე პასუხობს  მამა საბა ჭიკაიძე მოქალაქის კითხვას, შეიძლება თუ არა ქორწინებაში მყოფი მამაკაცის სიყვარული.

“პირდაპირ მინდა გითხრათ, მთელი დამაჯერებლობით, ეს სიყვარული არ არის, ეს არის ვნება. ამიტომ, თქვენც ეცადეთ, თქვენი თავი გააკონტროლოთ და მისდამი არანაირი გრძნობა გაგიჩნდეთ. და თუ უკვე გაგიჩნდათ, მაშინ ეცადეთ, რომ საკუთარ თავს მოერიოთ.

დაიმახსოვრეთ, სხვის უბედურებაზე საკუთარ ბედნიერებას ვერავინ ააწყობს. ეს არავის გაუკეთებია, დღემდე ვერავის მოუხერხებია და ვერც ვერავინ მოახერხებს. ამიტომ ეცადეთ, რომ ფრთხილად იყოთ და სხვისი ოჯახის ნგრევის მიზეზი არ გახდეთ.

თუ იმ ადამიანს რაღაცა შინაგანი, სულიერი ბრძოლები აქვს და რაღაცას ვერ ალაგებს თავის მეუღლესთან, კომფორტის ზონა დაერღვა, მე სულითა და გულით ვურჩევ, საკუთარ თავს მიხედოს და კაცურად მოიქცეს. გაიაზროს, რომ ოჯახის კომფორტის ზონა არ არის. ბრძოლის ველი და ასპარეზია. როცა ასე ხარ განწყობილი, იცი, რომ უნდა იბრძოლო, მაშინ ღმერთი საჩუქრებს გაძლევს და იმაზე მეტი კომფორტი გეძლევა, ვიდრე საჭიროა. აუცილებლად, საბრძოლო განწყობა უნდა გქონდეს.

როგორც კი მეუღლესთან რაღაც არ გესიამოვნება და უკვე ფიქრობ, რომ მისამართი შემეშალა, ეს ცოლად არ უნდა მომეყვანაო, ასე არ არის. სხვა მოგეწონება, იმასთან მოგინდება და შეიყვარებ, ეს სიყვარული არ არის, ჩემო კარგო. ეს თავქარიანობა, არასერიოზული დამოკიდებულება ოჯახის მიმართ, უპასუხისმგებლობა ღვთის წინაშე და ვნებაა. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, არავითარ შემთხვევაში, თქვენს თავს უფლება არ მისცეთ, არა მხოლოდ კონკრეტულად ამ მამაკაცთან ურთიერთობაში, საერთოდ დაიმახსოვრეთ, რომ გაიგებთ, კაცი დაოჯახებულია, იქ ყველაფერი ჩაკეტეთ. იცოდეთ, რომ იქ აკრძალულ ხილს ეტანებით, რომელიც კარგად არავითარ შემთხვევაში დამთავრდება,“ – ამბობს სასულიერო პირი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ეს არის უმძიმესი განაჩენი ივანიშვილის რუსული რეჟიმის მიმართ”- „ოპოზიციის ალიანსი“
  • რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველები მოქალაქეებს ჩხრეკენ
  • რუსთაველზე პოლიციის მობილიზებაა – რა ხდება ადგილზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge