Wednesday, October 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მოხდა ის, რისიც მთელი ცხოვრება მეშინოდა… ემოციურად რთულ მდგომარეობაში ვარ”– მიშა ავსაჯანაშვილი

February 8, 2024
“მოხდა ის, რისიც მთელი ცხოვრება მეშინოდა… ემოციურად რთულ მდგომარეობაში ვარ”– მიშა ავსაჯანაშვილი

ცნობილი შეფი, მიშა ავსაჯანიშვილი ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას პასუხობს, თუ რატომ იყო მისთვის განსაკუთრებულად მძიმე 2023 წელი.

„31 დეკემბერს ბევრი აკეთებს წლის შეჯამებას და სოციალურ ქსელშიც ხშირად შევხვდებით ამ თემაზე პოსტს. მეც მინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ 2023 ჩემთვის ძალიან ცუდი წელი იყო. მოხდა ის, რისიც მთელი ცხოვრება მეშინოდა, დედა გარდამეცვალა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ყოველდღე ამაზე ვფიქრობდი. მაგალითად, დედა მაღაზიაში რომ მიდიოდა, ვფიქრობდი, ვაიმე, ან მანქანა არ დაეჯახოს, ან რამე არ დაეცეს-მეთქი. სულ ამის მეშინოდა. ამაზე მე თვითონ არ მინდოდა საუბრის დაწყება, მაგრამ რადგან შევეხეთ, ვიტყვი, რომ დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ ჩემს ცხოვრებაში იმდენი საქმიანი და საინტერესო წინადადება გამოჩნდა, რომ მოსადუნებლად და დარდისთვის დრო აღარ მრჩება.

გული ძალიან მტკივა და ემოციურად რთულ მდგომარეობაში ვარ, მაგრამ იმდენი საქმეა გარშემო, რომ ჩემს ტკივილზე ბევრს ვეღარ ვფიქრობ. როცა მარტო ვრჩები, ძალიან განვიცდი, თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ, ამიტომ სახლში დედაჩემის ფოტოებიც კი არ მაქვს. სადღაც წავიკითხე, რომ ადამიანი გარდაცვლილს კი არა, საკუთარ თავს გლოვობ, რადგან ეგოისტი ხარ და განიცდი, რომ ის შენ აღარ გყავს. ვფიქრობ, რომ მართლა ეგრეა, მაგრამ არ მინდა, ასე იყოს, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ, ამას თავი ავარიდო“, – ამბობს მიშა ავსაჯანიშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საფრანგეთის ხელისუფლება გააძლიერებს პოლიციას ჯარებით და უსაფრთხოების მასშტაბურ ოპერაციას ჩაატარებს შაბათისთვის დაგეგმილი საპროტესტო აქციების დროს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა. „მომავალ შაბათს ჯარისკაცების განლაგება მასშტაბური იქნება“, – განაცხადა ლეკორნუმ და დასძინა, რომ 17 ოქტომბერს პარიზში, მარსელში, ლიონსა და სხვა ქალაქებში არეულობისა და ძარცვის შემდეგ წესრიგის აღდგენა მისთვის პრიორიტეტულია. ლეკორნუმ აღიარა, რომ შაბათ-კვირას მომხდარ ინციდენტზე სახელმწიფოს რეაგირებაში ხარვეზები იყო. მისი თქმით, დაზვერვის სამსახურმა სათანადო ინფორმაცია ვერ მოიპოვა, პოლიციის ძალები კი ადგილზე ზედმეტად სტატიკურად იყვნენ განლაგებული. ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა იმითაც, რომ პოლიციელებისთვის დაგეგმილი შვებულება არ გააუქმა. ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნეზმა დაშვებული შეცდომებისთვის ბოდიში მოიხადა. „ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო. ვაღიარებ, რომ პასუხისმგებლობის ჩემი წილიც მაქვს“, — განაცხადა მან. საფრანგეთის პარლამენტი არეულობის მიზეზების დასადგენად საგამოძიებო კომისიას შექმნის. ამასთან, ხელისუფლებამ 200 გამომძიებელი დანიშნა ქუჩის ძალადობაში მონაწილე პირების იდენტიფიცირებისა და მათი კვალის დასადგენად. სამშაბათს პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია ხანძრის გაჩენაში, რომელმაც არეულობის დროს ლიმოჟში ისტორიული მერიის შენობა გაანადგურა. ოფიციალური პირების თქმით, ის ულტრამემარცხენე დაჯგუფების წევრია
  • მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
  • დაკავებულია კაცი, რომელიც დანის მუქარით თანხას სძალავდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge