ზაზა კოლელიშვილი მისი მეგობრის, სოსო ჯაჭვლიანის გარდაცვალებას ეხმიანება და მას ემოციურ პოსტს უძღვნის.
მისი თქმით, სოსო ჯაჭვლიანს საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ.
“ახალი წლის დღეებში ჩამოსული იყო საქართველოში, თვითონ დაგვირეკა მე და ჩემს მეუღლეს, ნათიას და თითქოს გამოგვემშვიდობა. ალბათ, არ უნდოდა იმ მდგომარეობაში გვენახა. როგორც მივხვდი, არ გვეჩვენა ისეთი. ჩემი ქალიშვილი, ნინო მისი ნათლულია, მოიკითხა. ნათიას ელაპარაკა… ახლა წავალ და რომ დავბრუნდები, შევხვდეთო… მაგრამ ისე გამოვიდა, რომ იმ ზარით დაგვემშვიდობა… როგორც ჩანს, გრძნობდა.
სოსოს ვაჟი გაფრინდა თურქეთში, რომ ხვალ ჩამოასვენოს საქართველოში.
მკვდარი ვარ… სოსო აღარ არის”- ამბობს ზაზა კოლელიშვილი “პრაიმ ტაიმთან”.
ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში თურქეთის კლინიკაში, გარდაიცვალა.