ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კონსტანტინე მელაძე ვერა ბრეჟნევას ოფიციალურად დაშორდა. მანამდე მელაძემ სამი შვილი და ცოლი დატოვა, რათა საყვარელ ქალზე იქორწინა.
წყვილის დაშორების შემდეგ გაჩნდა ჭორები, რომ მიზეზი 60 წლის პროდიუსერის ფავორიტი VIA Gra-ს ახალი შემადგენლობის ერთ-ერთი წევრი სოფია ტარასოვა გახდა.
როგორც მედია წერს, 60 წლის პროდიუსერს 22 წლის სოფიასთან რომანი აქვს. გოგონა იძულებული გახდა, ამ თემაზე საჯაროდ ესაუბრა.
მომღერალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონსტანტინე მელაძე მისთვის, უპირველეს ყოვლისა, მენტორია და მასთან მხოლოდ სამუშაო აერთიანებს და არა ძლიერი გრძნობები.
“ჩემთვის მნიშვნელოვანია ამაზე საუბარი. არაფერი გვაკავშირებს მუსიკის გარდა. არ ვიცი, როგორი გიჟი უნდა იყო, რომ დაიჯერო ჩვენი რომანის ამბები. ასაკობრივი სხვაობა დიდი გვაქვს. ჩემთვის ის ნიჭიერი და ბრწყინვალე კომპოზიტორია. გამიმართლა რომ მასთან ვმუშაონ. მან მომცა ისეთი რამ, რასაც სხვა საპროდიუსერო პროექტებში ვერ მივიღებდი. როდესაც ადამიანი ვიწროდ აზროვნებს, ჰგონია, რომ ყველაფერს ფულის ან საწოლის მეშვეობით ვაღწევ. სამწუხაროა, როცა ხალხი ასე ფიქრობს. ჩემთვის სასაცილოა, როცა მწერენ, რომ კოსტიას ოჯახი დავანგრიე“, – დასძინა მან.
ტარასოვას ახალგაზრდა შეყვარებული ჰყავს. თუმცა ისინი იშვიათად აქვეყნებენ საერთო ფოტოებს. “მე არ ვმალავ ჩვენს ურთიერთობას, მაგრამ ხალხს რატომღაც ჰგონია, რომ სხვისი ოჯახი დავანგრიე”, – ჩივის 22 წლის სოფია.