Friday, March 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ვიდეო:”44 წლის ასაკში დამისვეს ეს დიაგნოზი…ჩემმა პროფესიამ გადამარჩინა “- ნინო ბაშარული მის მძიმე დიაგნოზზე საუბრობს

February 3, 2024
ვიდეო:”44 წლის ასაკში დამისვეს ეს დიაგნოზი…ჩემმა პროფესიამ გადამარჩინა “- ნინო ბაშარული მის მძიმე დიაგნოზზე საუბრობს

მომღერალმა ნინო ბაშარულმა გადაცემაში „იმედის დღე“, ქეთი ასათიანის რუბრიკაში მს მძიმე დიაგნოზსა და მკურნალობის გზაზე ისაუბრა.

„რაც თავი მახსოვს, ჩემი ცხოვრების ნახევარი, ექიმებთან, კლინიკებში გავატარე, თუმცა ვერსად საეჭვო სიტუაცია ვერ აღმოაჩინეს. ეს  მხოლოდ 44 წლის ასაკში მოხდა. დამისვეს დიაგნოზი – ფილტვის სეკვესტრაცია.

ძალიან ბევრ გასტროლს დავაკლდი, შემოქმედებითი საღამოები გავაუქმე, მაგრამ ვფიქრობ, სხვა პროფესია რომ მქონოდა, შეიძლება პნევმონიას შევწირულიყავი, სიმღერა მეხმარებოდა იმაში, რომ ფილტვს აქტიურად ემუშავა, რადგან ამ დროს სწორი სუნთქვა ძალიან მნიშვნელოვანია და ფილტვიც რაღაცნაირად ჯანსაღ მდგომარეობაში იყო.

რაც შეეხება სიმპტომებს, წელიწადში ექვსჯერ, ხანდახან შვიდჯერაც მქონია ფილტვების ანთება, აქედან გამომდინარე, აქტიურ ცხოვრებას მოკლებული ვიყავი, მაგრამ მაინც არ ვნებდებოდი, ხანდახან სიცხიანიც გავდიოდი და ვმღეროდი.

ძირითადი სიმპტომები იყო ოფლიანობა, დაღლა, სისუსტე, დაბალი სიცხეები.. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლოს და ბოლოს  ამ სიმპტომატიკის მიზეზს მივაგენი, დიაგნოზის გაგებასაც პოზიტიურად შევხვდი..

მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ძალიან ფრთხილად მოიხმარონ ანტიბიოტიკები, აუცილებლად დიაგნოზის დასმის შემდეგ, მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გამოიყენონ.

ჩემი ბავშვობა და სტუდენტობა მძიმე ხანა იყო, მაგრამ როგორც კი შემოქმედებითი ცხოვრება დავიწყე, როგორც მომღერალმა, ეს სიმძიმე შემსუბუქდა, ჩემმა პროფესიამ გადამარჩინა.

ოპერაციის შემდეგ, როდესაც ჩამოვედი, მეგობრებმა დაბადების დღე აღმინიშნეს, ჯგუფი „ურსა“ იყო მოსული, ერთად ვიმღერეთ კიდეც და მითხრეს, ძალიან ამბიციური ხომ არ ხარ ქალბატონო, უკვე მღერი კიდეცო.

ოპერაციიდან დაახლოებით, 2 თვე გავიდა. თურქეთის კლინიკაში ლამის ამამღერეს, თუ გინდა გიტარას მოგიტანთ, ბუშტების გაბერვის მაგივრად იმღერეო. ჩემი მთავარი დასაყრდენი ძალა, ჩემი რაჭველი მეუღლე იყო, ერთი წამით არ მომშორებია, ცოტა გავაწამე, მაგრამ ძალიან მედგა მხარში, მისმა რაჭულმა იუმორმა ჩემზე დადებითად იმოქმედა“

იხილეთ ვიდეო

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წყალი 12 საათით შეწყდება – ნახეთ მისამართები
  • “პრაქტიკულად 14 -წლიანი უწყვეტი დანაშაულის აღწერა 19 პუნქტში” – თარგამაძე “მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
  • თეირანი აცხადებს, რომ გემებს შეუძლიათ ჰორმუზის სრუტის გამოყენება, თუ ირანის საზღვაო ფლოტთან კოორდინაციას მოახდენენ

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge