ცნობილი ნათელმხილველი ლელა კაკულია სოციალურ ქსელში არქივიდან წინასწარმეტყველებას აქვეყნებს:
“მეგობრებო,
ორიოდე დღის წინ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თანაშემწე სელესტა უოლანდერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვაშინგტონს შავი ზღვის აუზის ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი თურქეთთან, მონტრეს კონვენციით გათვალისწინებული პირობების განხილვა სურს. https://shorturl.at/fgsR7
საქმე ისაა, რომ ბოლო წლებში შეერთებული შტატები დაჟინებით მოითხოვს მონტრეს 1936 წლის კონვენციის გადასინჯვას, რომელიც ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით სარგებლობას არეგულირებს და რომლის ზედამხედველიც თურქეთია.
მონტრეს კონვენციის თანახმად, ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში მშვიდობიანობის ჟამს ნებისმიერი ქვეყნის სავაჭრო ხომალდს შეუძლია გაიაროს დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, ხოლო სამხედრო ხომალდებმა წინასწარ უნდა გაუგზავნონ შეტყობინება ანკარას, რომელშიც გემის სახელი, დანიშნულების ადგილი, ხომალდის ტიპი, წყალწყვის მოცულობა, შავ ზღვაში შესვლისა და იქიდან გასვლის დრო უნდა იყოს მითითებული.
ამასთან კონვენცია შავ ზღვაში აუზის არაწევრი ქვეყნების სამხედრო გემების ყოფნას მაქსიმუმ სამი კვირის ვადით უშვებს, ხოლო საგანგებო სიტუაციებში − მაგალითად, ომის დროს − თურქეთს უფლება აქვს, საერთოდ აკრძალოს ან შეზღუდოს სამხედრო გემების გავლა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით.
‼️და თურქეთმაც, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, მონტრეს კონვენციის რწმუნებულის უფლებამოსილებით ისარგებლა და სამხედრო გემებს შავი ზღვის სრუტეებში გავლა აუკრძალა, რამაც აშშ-სა და მისი მოკავშირეების უკმაყოფილება გამოიწვია.
ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ეს პირობები „მოძველებულია და არ ასახავს მსოფლიოში უსაფრთხოების გლობალურ მდგომარეობას“. ამიტომ აშშ შავი ზღვის წყლებში სამხედრო გემების შესვლის წესების გადახედვას მოითხოვს და აცხადებს, რომ დარდანელს, ბოსფორსა და თავად შავ ზღვას „თავისუფალის“ სტატუსი მიენიჭოს, რათა მის ფლოტს შავ ზღვაში მუდმივად ყოფნის უფლება მიეცეს − თანაც ისე, რომ სრუტეებში შესვლის შესახებ თურქეთს წინასწარ არც აცნობოს.
❗️როგორც ჩანს, ქალბატონ ლელა კაკულიას წინასწარმეტყველების ასრულება, რომელიც სწორედ ანკარა-ვაშინგტონის ურთიერთობებსა და ბოსფორის სრუტის „გასაღებს“ ეხება, ძალაში შედის.
ჩვენ უბრალოდ შეგახსენებთ ამ ჩანაწერებს, მერე კი ერთად დაველოდოთ მოვლენების განვითარებას − ანუ წინასწარმეტყველების გარდაუვალ ასრულებას.
✅2009 წელი, 2 მაისი
ვხედავ, თურქეთი ვერ იქნება ბოსფორის სრუტის ერთპიროვნული მეპატრონე, რომელიც თავად გადაწყვეტს, ვინ შემოუშვას შავ ზღვაში და ვინ – არა. ამ საკითხს ევროპა-ამერიკა-ნატო გადაწყვეტენ.
შავი ზღვა სამხედრო დანიშნულების მნიშვნელოვანი სტრატეგიული ადგილია. ამიტომ ეს საკითხი უკვე მარტო თურქეთს კი არ ეხება, არამედ ყველა წამყვან ქვეყანას. იგი განსაკუთრებით ნატოს ინტერესებში შედის და ისინიც ქმნიან და ამტკიცებენ კანონს.
თურქეთი კი წამოიკნავლებს, მაგრამ სწრაფადვე ჩაცხრება. ისედაც არ მოსწონთ ბოლო წლებში თურქეთის პოლიტიკა ევროპასა და განსაკუთრებით კი ნატოს, ამერიკას. ვხედავ, ისინი ძალიან მონდომებულნი არიან, რომ თურქეთს ჭკუა ასწავლონ, რათა მომავალში ეს სახელმწიფო ამბიციებმა აღარ შეაწუხოს და მან თავისი ადგილი დაიკავოს მსოფლიო პოლიტიკაში ყოველგვარი თამაშისა და ორპირობის გარეშე.
✅ 2010 წელი, 17 თებერვალი
ვხედავ, ამერიკა უდიდეს პოლიტიკურ დარტყმას მიაყენებს თურქეთს, რომელსაც ბოსფორის სრუტის გასაღებს აართმევს და ასევე დაიწყება განხილვა იმ მიწების საკითხისა, რომლებიც საქართველოს ეკუთვნის.
✅ 2010 წელი, 5 მარტი
შავი ზღვის აუზის ქვეყნები დააყენებენ ბოსფორის სრუტის გახსნის საკითხს და თავისუფალ ზონად გამოაცხადებენ მას.
ვხედავ, აქაც ამერიკის ხელი ურევია. ადრე უკვე ვიწინასწარმეტყველე, რომ ამერიკა თურქეთს ბოსფორის სრუტის გასაღებს აართმევს.
✅ 2010 წელი, 8 ივლისი
შავ ზღვაზე ისევ და ისევ ამერიკულ სამხედრო ხომალდებს ვხედავ − ბოსფორის სრუტეში თურქეთი ძალაუფლებას კარგავს. ეს ყოველივე კი ნაყოფია იმ არასწორი პოლიტიკისა, რომელსაც თურქეთი დღეს ატარებს ამერიკა-ევროპის მიმართ.
ამერიკას შავ ზღვაზეც და კავკასიაშიც აწყობს ძლიერი სახელმწიფო, რომელიც მისთვის საიმედო დასაყრდენი ბაზა იქნება.
‼️ ასეთი სახელმწიფო კი ქრისტიანული საქართველოა. დიახ, საქართველო, აბრეშუმის გზა, რომელიც ჰაერივით სჭირდებათ. დიახ, ერი გულადი, პურადი და, რაც მთავარია, უღალატო − ეს ამერიკელებს ძალიან კარგად აქვთ გაშიფრული და შესწავლილი გამომდინარე საქართველოს უძველესი ისტორიიდან.
საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობით ზუსტად ჯდება იმ მასშტაბებში, რაც ამერიკას აინტერესებს, განსაკუთრებით, ევროპას.
✅ 2014 წელი, 21 ნოემბერი
ამერიკა ძალიან ღიად თამაშობს თავის საგარეო პოლიტიკას. შეაქვს დიდი რაოდენობით იარაღი ევროპაში, განსაკუთრებოთ ბალტიისპირეთის ზოლზე და ასევე შავი ზღვის ზოლზე.
ვხედავ, როგორ გადმოლახავენ ამერიკული სამხედრო გემები ბოსფორის სრუტეს და განლაგდებიან საქართველოში. ასევე ყირიმთან ახლოს.
✅ 2018 წელი, 30 ნოემბერი
ბოსფორის სრუტეში ამერიკული სამხედრო გემები შემოდიან და შავ ზღვაში საქართველოს წყლებში დგებიან. ეს უზარმაზარი გემებია, რომლებიც ლამის ვერ ეტევიან შავ ზღვაში.
სხვათა შორის, გემებზე, ამერიკულ დროშებთან ერთად, ქართულ დროშებსაც ვხედავ.
✅ 18 აპრილი, 2021 წელი
თურქეთის ახალი არხის, „სტამბულის“ პროექტს, რომელსაც პრეზიდენტი ერდოღანი აქტიურად უჭერს მხარს, განხორციელება არ უწერია.
ახლა ერდოღანს სურს, რომ თურქეთს, ასე ვთქვათ, გამტარი ქვეყნის ფუნქცია არ დაეკარგოს და ამიტომაც მოიწადინა ახალი არხის აგება, მაგრამ არაფერიც არ გამოუვა.
მე ნაწინასწარმეტყველები მაქვს წარსულში, რომ ამერიკა ბოსფორის სრუტის „გასაღებს“ აართმევს თურქეთს და ის ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება. ის იძულებულია, ანგარიში გაუწიოს ამერიკას და არა რუსეთს, რომელიც საომრად ემზადება თურქეთის წინააღმდეგ.
ერდოღანის პოლიტიკა თურქეთს ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ვხედავ, ხდება ისეთი რაღაცები, რითაც თითქოს ღმერთი მიანიშნებს, რომ ასე არ უნდა მოიქცეს, მაგრამ ერდოღანი ამას ვერ ხვდება და შეცდომას შეცდომაზე უშვებს — ძალიან დიდ შეცდომებს დაუშვებს.
აი საქართველოს შავ ზღვაში წამოწყებული ყველა პროექტი კი ბოლომდე მივა.
‼️ისევ მშენებლობებს ვხედავ. ანაკლიის პორტზე წარსულშიც მაქვს ნაწინასწარმეტყველები და ისევ გავიმეორებ: პორტი აშენდება — გრანდიოზული რამ აშენდება და იქ საქართველოს და ამერიკის დროშები იფრიალებს. ამინ!
ანაკლიის პორტი იქნება ძლიერი დასაყრდენი ბაზა ამერიკისა და ნატოსთვის მთელ შავ ზღვაზე. ეს, რა თქმა უნდა, რუსეთის პრეზიდენტს ძალიან გააღიზიანებს, მაგრამ ვერაფერსაც ვერ იზამს.
კიდევ ვიმეორებ წარსულში ნაწინასწარმეტყველებს: საქართველოს თავისი საზღვაო ფლოტი ეყოლება, წყალქვეშა ნავებიც კი დავინახე. და ეს აუცილებლად ასე მოხდება.
✅ 2023 წლის 18 მარტი
შავ ზღვაზე ნაწინასწარმეტყველები ბრძოლა მიდის ამერიკასა და რუსეთს შორის, თუ ვისი გავლენის ქვეშ მოექცევა იგი. ვისი და, ბოსფორის სრუტის გასაღებს რომ აართმევს აშშ თურქეთს, მერე რუსეთს აღარც შეუშვებს იქ. ამაზე ცხარე გარჩევები იქნება”