Tuesday, May 13, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თამთა თოდაძის მიმართ შესაძლო ძალადობის კიდევ ერთი ფაქტის შესახებ ხდება ცნობილი

October 7, 2019
თამთა თოდაძის მიმართ შესაძლო ძალადობის კიდევ ერთი ფაქტის შესახებ ხდება ცნობილი

თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ლევან ჯიშკარიანის მიერ თანამშრომლის მიმართ შესაძლო სექსუალური და ფიზიკური ძალადობის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს, თუმცა ცნობილი გახდა, რომ უწყებაში იმავე ქალბატონის მიმართ სავარაუდო ძალადობის კიდევ ერთ შემთხვევაზე გამოძიება ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაიწყო.

ამჯერად, საქმე გასული წლის ოქტომბერში მომხდარ ინციდენტს ეხება, როდესაც მიროტაძის ქუჩაზე, მეგობრულ წვეულებაზე პატრულის გამოძახება გახდა საჭირო. ამის შესახებ ინფორმაცია თავად თამთა თოდაძემ სატელევიზიო ეთერშიც დაადასტურა, თუმცა „პრაიმტაიმმა“ დამატებითი დეტალების გარკვევა სცადა.

აღმოჩნდა, რომ წვეულებაზე მყოფ ერთ-ერთ მამაკაცს, ჯ.მ-ს თამთა თოდაძე ძალადობაში ადანაშაულებდა, თუმცა ადგილზე მისულ პოლიციას თავად ჯ.მ-მ განუმარტა, რომ წვეულების დროს ყველამ ალკოჰოლური სასმელი დალიეს, რის გამოც ქალმა გონება დაკარგა და ის მხოლოდ მის მოსულიერებას ცდილობდა.

გამოიძია თუ არა შსს-მ შესაძლო ძალადობის აღნიშნული ფაქტი? ამის გარკვევა „პრაიმტაიმმა“ საგამოძიებო უწყებაში სცადა. სამინისტროს პრესსამსახურში განგვიმარტეს, რომ თამთა თოდაძის საჩივრის საფუძველზე 2018 წლის 25 ოქტომბერს ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში მართლაც დაიწყო გამოძიება 126-ე, ანუ ძალადობის მუხლით, თუმცა საჩივრის ავტორმა უარი განაცხადა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე, მოგვიანებით, გამოკითხვის დროს კი განმარტა, რომ ჯ.მ-ს მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და საპატრულო ეკიპაჟი გაუთვიცნობიერებლად გამოიძახა.

აღნიშნული ინციდენტის შესახებ კომენტარი გააკეთა თავად თამთა თოდაძემაც, რომელმაც განმარტა, რომ ძალადობის შესახებ პატრულს ინფორმაცია ნამდვილად მიაწოდა, თუმცა ეს „გაბრაზებულმა, ცხელ გულზე“ გააკეთა და მეორე დილით განცხადება თავადვე გამოიტანა.

primetime.ge

Tags: თოდაძეჯიშკარიანი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 1500, 3000 და 4500 ლარი – ნახეთ, ვინ მიიღებს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას
  • განადგურდა ერთწლიანი კულტურა და ნარგავები – ახმეტის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან
  • ძლიერი მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge