Sunday, May 25, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home მეცნიერება

მეცნიერებმა შექმნეს მზის პანელი, რომელიც კოსმოსში მოპოვებულ ენერგიას დედამიწას გადასცემს

February 25, 2021
მეცნიერებმა შექმნეს მზის პანელი, რომელიც კოსმოსში მოპოვებულ ენერგიას დედამიწას გადასცემს

პენტანგონში მომუშავე მეცნიერებმა წარმატებით გამოსცადეს კოსმოსში გაშვებული პიცის ყუთის ზომის მზის პანელი. ის მომავალი სისტემის პროტოტიპს წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც ელექტროენერგია კოსმოსიდან დედამიწის ნებისმიერ წერტილს მიეწოდება.

პანელი, ცნობილი, როგორც მზის ფოტოელემენტების რადიოსიხშირული ანტენის მოდული (PRAM), პირველად მაისში გაეშვა პენტაგონის უპილოტო დრონთან (X-37B) ერთად, რათა მზის რადიაცია ელექტროენერგიად გადაექცია. პანელზე პენტაგონის, ოპერატიული ენერგეტიკული შესაძლებლობების გაუმჯობესების ფონდთან (OECIF) ერთად და აშშ-ს საზღვაო კვლევითი ლაბორატორიაც მუშაობდა.

პანელი კოსმოსურ სივრცეში არსებული მზის სინათლის მაქსიმალურ გამოყენებაზეა ფოკუსირებული, რომელიც ატმოსფეროში ვერ აღწევს და შესაბამისად, ლურჯი ტალღების ენერგიას ინარჩუნებს, რაც მას უფრო მძლავრს ხდის. როგორც იცით, ლურჯი შუქი ატმოსფეროში შესვლისთანავე დიფუზირდება, რის გამოც ცა ცისფერი ჩანს.

როგორც პროექტის ერთ-ერთი ავტორი პოლ ჯაფი აცხადებს, უახლესი ექსპერიმენტი აჩვენებს, რომ 12×12 დიუმიან პანელს დაახლოებით 10 ვატი ენერგიის გამომუშავება შეუძლია. ამ ეტაპზე პროექტი მხოლოდ ათეულობით პანელის გაშვებას ითვალისწინებს და თუ ამან წარმატება მოიტანა, ეს რევოლუციური ნაბიჯი იქნება ენერგიის გამომუშავებასა და მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებაში.

მეცნიერებმა შექმნეს მზის პანელი, რომელიც კოსმოსში მოპოვებულ ენერგიას დედამიწას გადასცემს

მართალია, დანადგარისგან დედამიწაზე ჯერჯერობით არ მიგვიღია ენერგია და შეიძლება ითქვას, X-37B დრონის მისია საიდუმლოებებით არის მოცული, თუმცა ერთი რამ ცხადია – “ექსპერიმენტი მუშაობს”. ეს ტექნოლოგია უკვე დამტკიცებული და აღიარებულია. მას უნიკალური უპირატესობა აქვს ენერგიის ნებისმიერ სხვა წყაროსთან მიმართებით – ახალი პანელი ენერგიის გლობალურ გავრცელაბას ემსახურება. “შეგიძლიათ, ენერგია ჩიკაგოს გადასცეთ და წამის მცირე განსხვავებით გაგზავნოთ ის ლონდონში ან ბრაზილიაში” – ამბობს პოლ ჯაფი.

მართალია, აღნიშნულ პროექტს რიგი დადებითი შედეგების მოტანა შეუძლია, თუმცა ის საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ასევე, პოლ ჯაფის თქმით, “ცივი ელექტრონიკა” უფრო ეფექტურად მუშაობს. კოსმოსში გაშვებული პანელი დედამიწას ყოველ 90 წუთში უვლის და ამ ციკლის დაახლოებით ნახევარს სიბნელეში, შესაბამისად სიცივეში ატარებს. თუმცა მომავალში ეს შეიცვლება – ყოველი მომავალი ვერსია სავარაუდოდ, გეოსინქრონულ ორბიტაზე იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბრუნს 90 წუთის ნაცვლად დაახლოებით ერთი დღე დასჭირდება. მოწყობილობა უმეტესად მზის შუქზე იმუშავებს, რადგან დედამიწისგან ბევრად შორს იმოძრავებს. იმაში დასარწმუნებლად, რომ თბილ ტემპერატურაზე მუშაობა შედეგს გამოიღებდა, ექსპერიმენტის ფარგლებში პანელს “გამათბობლები” დაუმონტაჟეს.

აღსანიშნავია, რომ ახალი ტექნოლოგიის წყალობით, ბუნებრივი კატასტროფების დროს დაუყოვნებლივ გამოიყენება ბუნებრივ ინფრასტრუქტურას. “ჩემი ოჯახი ტექსასში ენერგიის წყაროს გარეშე ცხოვრობს, რადგან სადენები გადატვირთულია. ასე რომ, მსგავსი ტექნოლოგია რომ გვქონდეს, შეგვეძლება გარკვეული ენერგიის იქ გადამისამართება. ბებიაჩემს კი კლავ ექნებოდა სახლში სითბო” – ამბობს კრის დეპუმა, ელექტრონიკის ინჟინერი NRL-ის კოსმოსური ელექტრონიკის ფილიალში.

წყარო

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შეიცვლება თუ არა ამინდი? – გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
  • დონალდ ტრამპის ამ გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა – რას მოაწერა ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა
  • აჭარაში 28 წლის ახალგაზრდა მოკლეს, დაჭრილია კიდევ ერთი პირი – რა დეტალები ხდება ცნობილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge