Monday, July 7, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home შოუბიზნესი

“გული მაქვს გაგლეჯილი!” – ზურა ხაჩიძის მიმართვა

February 22, 2021
მშობლებისგან მიტოვებული ზურა ხაჩიძის ცხოვრება – ცოტა რამ მომღერლის შესახებ

მომღერალი ზურა ხაჩიძე მომღერალ ზურა დოიჯაშვილის თბილისში ჩამოსვენებას ეხმაურება.

„დღეს თბილისში დაეშვება თვითმფრინავი თელავივიდან და გული მაქვს გაგლეჯილი, როგორ უნდა დავხვდე ჩემო ზურა შენს გაციებულ სხეულს, მაგრამ უკვდავ სულს.

მეგონა ვიცოდი, მაგრამ შენ მასწავლე რა არის ნამდვილი ძმაკაცობა, შენ მასწავლე რა არის მოყვასის სიყვარული, შენ მასწავლე როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო, როგორ უნდა აფასებდე შენს ქალაქს და რა არის გერქვას თბილისელი, როგორ უნდა მიუძღვნა შენი თავის სხვას, როცა მას სჭირდები, როგორ უნდა გიყვარდეს შენი ოჯახი და კიდევ ბევრი, სხვა ბევრი რამე.

მე ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ შენგან ძალიან ბევრი რამე ვისწავლე ჩემო დოიჯ…

ბედნიერი ვარ ყველა წუთისთვის, ყველა წამისთვის, რომელიც შენთან გავატარე, მადლობა ძმაო ყველაფრისთვის. მთელი ცხოვრება ცოცხალი იქნები ჩემს გულში, ხშირად მოვალ, როცა გამიჭირდება შენს საფლავთან და ხშირად ვილაპარაკებთ ყველაფერზე.

მაპატიე, რომ უკანასკნელი თხოვნა ვერ აგისრულე, რა მიზეზით არ აქვს მნიშვნელობა…

შენ ამ ქვეყანაში ბევრი სიკეთე დატოვე და ბევრი იბრძოლე სხვადასხვა ეტაპზე ამ ქვეყნისთვის. გულუხვად გაეცი სიკეთე ადამიანებში და კიდევ დიდი ხანი არ დაავიწყდება ამ ქვეყანას შენი უანგარო თანადგომა. მიყვარხარ ზურა ძმაო!“, – წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი ისრაელის საავადმყოფოში, 14 თებერვალს გარდაიცვალა.

ზურა დოიჯაშვილი მძიმე დაავადებას ებრძოდა. მომღერალს ისრაელში მკურნალობდნენ.

გასული წლის დეკემბერში, დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ზურა დოიჯაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “რეჟიმი ჭამს საკუთარ შვილებს” – ნიკა გვარამია ციხიდან წერილს ავრცელებს
  • „ბიზნესს უგზავნიან სიგნალს, რომ ნებისმიერი ადამიანის დასჯა შეუძლიათ ნებისმიერი მიზეზით“ – ივა ჭყონია რამიშვილის დაკავებაზე
  • რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge