ვირუსოლოგები კორონავირუსზე 75%-ით უფრო მაღალი სიკვდილიანობის მქონე ახალი პანდემიის რისკების შესახებ საუბრობენ. ამის შესახებ კენტუკის უნივერსიტეტის მოლეკულური და უჯრედული ბიოქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რებეკა ჰოლანდიმ ისაუბრა.
რებეკა ჰოლანდის განცხადებით, მომავალი პანდემიის მიზეზი შესაძლოა ნიპას ვირუსი გახდეს, რომლის გარდაცვალების მაჩვენებელიც 45-დან 75 პროცენტამდე მერყეობს.
ვირუსოლოგის მოსაზრებით, ვირუსის გავრცელების მიზეზი შესაძლოა საერთაშორისო მგზავრობები და გადაზიდვები გახდება, რომლის მეშვეობითაც ვირუსი მთელ მსოფლიოში გავრცელებას ასიმპტომური გადამზიდავების საშუალებით შეძლებს.
გამოცემა The Sun-ის ცნობით, ვირუსის სიმპტომებია შეშუპება, კრუნჩხვა, პირღებინება და სხვა სიმპტომები.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ნიპა შეიძლება ასიმპტომური იყოს, მაგრამ მას შეუძლია სუნთქვის დაავადებების და ენცეფალიტის პროვოცირება. მეცნიერები ასევე გამოხატავენ შეშფოთებას ვირუსის ხანგრძლივი ინკუბაციური პერიოდის გამო, რომელიც 45 დღემდე გრძელდება.
ნიპას მატარებლები ღამურები და ღორები არიან. 1999 წელს ნიპას ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად მილიონზე მეტი ღორი მოკლეს.