Thursday, September 4, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ადამიანის შრომის მოცულობა და შედეგი არანაირ კავშირში არ არის ერთმანეთთან” – ტორესა მოსი

January 25, 2024
“ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ადამიანის შრომის მოცულობა და შედეგი არანაირ კავშირში არ არის ერთმანეთთან” – ტორესა მოსი

მწერალი, ტელეწამყვანი ტორესა მოსი სოციალურ ქსელში, საბანკო სექტორის შესახებ, ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

„საბანკო სექტორი, ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანია ამ ქვეყანაში არსებულ ბიზნესებს შორის. ვინმემ იცით ბანკებში დასაქმებული ადამიანების საშუალო მედიანური ხელფასი რა არის? ვინმემ იცით მაგალითად რამდენს უხდიან, ყველაზე დაბალი რგოლის თანამშრომლებს? მაგალითად იცით რამდენი აქვს ხელფასი ადამიანს, რომელიც კარში გხვდებათ და რიგის ნომრის აღებაში გეხმარებათ? ის, რაც ამ ქვეყანაში ხდება, არის კატასტროფა. დაბალ და საშუალო რგოლში მომუშავე ადამიანებს და მენეჯმენტის რგოლში მომუშავე ადამიანების შრომის ანაზღაურებას შორის არსებობს უფსკრული თვით ყველაზე წარმატებულ სექტორშიც კი.
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც იმგვარი წესრიგია, რომ ადამიანის შრომის მოცულობა და შედეგი, რასაც ამ შრომით იღებს, არანაირ კავშირში არ არის ერთმანეთთან.
მაგალითად თქვენ მუშაობთ მიმტანად დღეში 12 საათს დღეგამოშვებით. თუ თქვენ იმუშავებთ 18 საათს 12-ის ნაცვლად ყოველ დღე, ამით თქვენი მდგომარეობა არ გამოსწორდება. შესაძლოა უარესი მოხდეს, ჯანმრთელობა დაიზიანოთ და კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ.
თუ თქვენ მემკვიდრეობით არ მიიღეთ ქონება, ხართ ახალგაზრდა, მონდომებული ადამიანი და გინდათ თქვენი შრომით შექმნათ თქვენი ცხოვრება, ამის შანსი პრაქტიკულად არ გექნებათ.
ზუსტად ამის გამო გარბის ხალხი, რადგან ხვდებიან, რომ ამ ქვეყანაში სიღარიბიდან ამოსვლა კავშირში არ არის არც შრომასთან, არც ცოდნასთან და არც პროფესიონალიზმთან.
ახლა არ ვლაპარაკობ გამდიდრებას, ვლაპარაკობ საშუალო ცხოვრების დონეზე. იმისათვის რომ საშუალო ცხოვრების ხარისხი გქონდეს, ამ ქვეყანაში საჭიროა მინიმუმ გქონდეს 2000 ლარი თვეში, ესაა დაახლოებით ის თანხა, რომელიც დაგჭირდებათ საშუალოდ ცხოვრებისთვის ისე, რომ დანაზოგსაც ვერ გააკეთებთ. მაშინ როცა ქვეყანაში საშუალო მედიანური ხელფასი 800 ლარია, ხოლო ყველაზე წარმატებულ სექტორში, საშუალო მედიანური ხელფასი 1200 ლარს არ ცდება.
ადამიანები, რომლებიც ბევრს შრომობენ და მათი მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდება, მიდიან სამუშაოდ ევროკავშირში ან ამერიკაში, ცხოვრებას იწყებენ ნულიდან, მაგრამ რამდენიმე წელიწადში, შრომის ხარჯზე ახერხებენ რომ ყველაზე დაბალ პოზიციებზე მუშაობით იქ უკეთ იცხოვრონ, ვიდრე აქ ცხოვრობდნენ. ესაა სიმართლე“, – წერს ის.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისში ავტობუსის მძღოლს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ
  • საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ცნობილია
  • სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge