სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სასწრაფო დახმარების ექთან გოგონას, რომელიც ტაძარში გამოძახებაზე მივიდა, მამაკაცმა ხელი სთხოვა. შემთხვევა გურიაში მოხდა, ქალი ნინო მოისწრაფეშვილია, კაცი ჰენრი ვადაჭკორიაა.
Ambebi.ge-სთან ინტერვიუში ნინო ამბობს, რომ საყვარელი მამაკაცისგან მსგავს სიურპრიზს არ ელოდა და დღემდე ემოციების ქვეშაა.
მისივე თქმით, ყველაფერი წინასწარ იყო დადგმული.
” 4 წლის წინ გავიცანი. „მედ ალფაში“ ვმუშაობდით ერთად. ჰენრი პროფესიით ეკონომისტია, ჩვენი ურთიერთობა თავიდან მეგობრობით დაიწყო.
ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო, სოფელ ორაგვიდან, სადაც ეკლესიაა, ზარი შემოვიდა გამოძახებაზე. ვიცოდი, რომ ჰენრი იმ ეკლესიაში გალობდა, მხოლოდ ეს ინფორმაცია მქონდა. როდესაც ადგილზე მივედით, ტაძარში საოცარი სიჩუმე დამხვდა. უბრალოდ ვიცოდი, რომ ჰენრიც იქ იყო, თორემ იმის იქით, არაფრის მოლოდინი არ მქონია.
კადრებში ჩანს, რომ მამაოს წნევას ვუზომავდი, თურმე ესეც დადგმული ყოფილა და ცუდად არ ყოფილა. იმდენად შოკში ვიყავი, რომ მოვიხედე, ახლაც ვერ აღვიქვამ ვერაფერს”– ამბოპბს ნინო.
მისივე თქმით, წინასწარ იცოდნენსასწრაფოში მორიგეებაც,თუმცა მას არაფერი უთხრეს.