რამდენიმე წლის წინ ანჯაფარიძის ქუჩაზე სასტიკად მოკლული 22 წლის ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„ეხ გაუსაძლისი ტკივილი, და რამდენი რამ გაუკეთებელი, მაგრამ ვფიქრობ რომ სული უფრო აღმატებულ განზომილებაშია და, და არ ვიცი🥲
მე და Nino Targamadze-მ ბევრი საერთო ვნახეთ ნიკა და ნიკოში, გიორგიც მათ შეუერთდება და იქით მეიმედება ყველაფერი, სადაც ჩვენი შვილები, სადაც ეს ბიჭები არიან იქ დასასრული როგორ შეიძლება იყოს“, – წერს ის.
ომაძე ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნინო ზამბახიძის პოსტს გამოეხმაურა. ზამბახიძემ სხვადასხვა დროს გარდაცვლილი სამი წარმატებული ახალგაზრდა მამაკაცის – გიორგი ტუხაშვილის, ნიკო კვარაცხელიას და ნიკა გუჯეჯიანის ფოტოები გამოაქვეყნა.