თურქმა მამაკაცმა სელფის გადაღების შემდეგ 7 თვის ორსული ცოლი კლდიდან გადააგდო და მისი სიცოცხლის დაზღვევით სარგებლობა მოითხოვა. ამის შესახებ პროკურორმა განაცხადა. ინფორმაციას Fox News ავრცელებს.
40 წლის მამაკაცი 32 წლის ცოლისა და ჯერ არ დაბადებული ბავშვის მკვლელობისთვის დააკავეს. ცნობილია, რომ ქმარმა ორსული ქალი 2018 წლის ზაფხულში 300 მეტრ სიმაღლიდან გადააგდო. გარდაცვალების შემდეგ კი მამაკაცი შეეცადა სიცოცხლის დაზღვევის თანხის, დაახლოებით 57 000 დოლარის მითვისებას, თუმცა გამოძიებამ დაადგინა, რომ მას ქალის მკვლელობისთვის ედება ბრალი.
პროკურორები ადასტურებენ, რომ ეს უბედური შემთხვევა არ ყოფილა და მან ცოლი განზრახ მოკლა, რომ თანხა მიეღო. სასამართლომ ეჭვმიტანილს განზრახ მკვლელობისთვის წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას უვადო პატიმრობა ემუქრება.