დღეს, 18 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა. მთავრობის მეთაურმა თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა და განაცხადა:
„ნებისმიერი მოქალაქის მიმართ, კანონის აღსრულება, თუ ეს საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასა და მოქალაქეების უსაფრთხოებას, ეს არის მიუღებელი. ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს მაშინ, როცა გადაზღვეული იქნება ყველა რისკები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ შექმნის დეესკალაციის რისკებს. რადგან მე ვერ მივაღწიე ჩემს გუნდთან შეთანხმებას ამასთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა. პოლარიზაცია არის ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი რისკი, რასაც ვერ დავუშვებ“.
უცნობია, რა მიმართულებით გააგრძელებს გახარია კარიერულ განვითარებას. საზოგადოებამ მის ოჯახზე ძალიან ცოტა იცის.
„დაიჯესტმა“ მისი დეკლარაციის მიხედვით, გაარკვია რომ გახარიას 10 წლით უმცროსი მეუღლე ჰყავს.
მარიკა ფანცულაია პროფესიით ექიმ-ბაქტერიოლოგია და ის „ავერსის“ კლინიკაში მუშაობს.
წყვილს წყვილს ერთი შვილი ანნა ჰყავს. მარიკა ფანცულია და ანნა გახარია საჯაროდ საზოგადოების წინაშე მაშინ ჩნდებიან, როდესაც ამას პროტოკოლი ავალდებულებთ.
გიორგი გახარია ქონებრივი დეკლარაციის თანახმად მარიკა ფანცულაიას საკუთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა ტოიოტა RAV4, რომელიც 2016 წელს 22 000 აშშ დოლარად აქვს შეძენილი.
გახარიას და
თამუნა გიორგი გახარიას ერთადერთი დაა. როგორც ცნობილია, ის მედიცინის მუშაკია და ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს.
თამუნა დაოჯახებული გახლდათ თბილისელ ანდრეი ტოლსტოიზე, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა.
წყვილს ერთი ვაჟი ალექსანდრე ტოლსტოი დარჩათ, რომელიც დედასთან ერთად იზრდება.
თამუნა შვილთან ერთად თბილისში ცხოვრობს და მასზე განსაკუთრებულად ზრუნავს ძმა.
გახარიას დედა
გახარიას დედა – მზია ლეჟავა წლების მანძილზე საქართველოს ეროვნულ არქივში მუშაობდა.
პრემიერის მშობლები ეროვნული მოძრაობის დროს განსაკუთრებული მხარდამჭერები იყვნენ ზვიად გამსახურდიასი და მიტინგებზეც ხშირად დადიოდნენ.
გახარიას ოჯახს კი „ზვიადისტებადაც“ მოიხსენიებდნენ.
წყარო: “დაიჯესტი”