” არ მქონდა არანაირი დუეტი დაგეგმილი არც სოსოსთან და არც სხვა იქაურ ქართველებთან. როცა გავიგე „სამშობლო“, ისე მიყვარს ეს სიმღერა, რომ მისი შესრულება გადავწყვიტე”- აცხადეს მომღერალი, ნუცა ბუზალაძე „ტვ პირველთან“ ინტერვიუში, რითაც მოსკოვში ვიზიტთან და სოსო პავლიაშვილთან დუეტთან დაკავშირებით დასმულ კითვას უპასუხა.
„სხვათა შორის, ვიცოდი, რომ ეს ვიდეო როცა გავრცელდებოდა, ამას ასეთი ამბავი მოჰყვებოდა. მეც მექნებოდა ასეთი რეაქცია, რომ არ მცოდნოდა, ამის უკან რა არის. ეს იყო ჩემი უახლოესი მეგობრის დაბადების დღე და გააზრებულად მივიღე გადაწყვეტილება, რომ თუ აქ ვერ იხდიდა, იქ წავიდოდი მასთან ერთად. არ მქონდა არანაირი დუეტი დაგეგმილი არც სოსოსთან და არც სხვა იქაურ ქართველებთან. როცა გავიგე „სამშობლო“, ისე მიყვარს ეს სიმღერა, რომ მისი შესრულება გადავწყვიტე. ალბათ, ამაში შევცდი, რომ შეიძლება, არც უნდა მემღერა. მაგრამ როცა კომერციული არაა და ჩემი მეგობარია, მინდა ვიმღერებ და მინდა ვიცეკვებ… მივხვდი, რა იყო გაღიზიანების მიზეზი. არ მაქვს დრო, ვიკითხო, ვინ რა განცხადებებს აკეთებს და მაშინ არ ვიცოდი, რა განცხადებებს აკეთებდა სოსო პავლიაშვილი. როცა კარგად ხარ, ყველა შენ გაქებს და მოდაშია შენი ქება, ისინიც გაქებენ, როცა ბულინგია მოდაში, გაბულინგებენ, ასეთი „მეგობრების“ ნამდვილი სახეები დავინახე“,- ამბობს ნუცა ბუზალაძე.
ნუცა ბუააძემ მის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
„ვემზადები პროექტისთვის, რაშიც ახლა ვიღებ მონაწილეობას. რადგან გადავწყვიტე, რომ ჩვენი ქვეყანა წარვადგინო „ევროვიზიაზე“ წარმატებულად, ჩამოვედი და ვიწყებ მომზადებას სერიოზულად. ჩემგან ყოველთვის ელოდებიან ენერგიულ გამოსვლას, სულ რომ ბალადა მქონდეს, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია, რომ ენერგიული ელემენტები არ დავამატო…“