რამდენიმე დღის წინ, FIFA-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები გამოვლინდა.
გამოკითხვის შედეგად, საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, მე-10 ადგილი დაიკავა.
ფეხბურთელთათვის ხმის მიცემის უფლება ეროვნული ნაკრების მწვრთნელებსა და კაპიტნებსაც აქვთ.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, ხვიჩა პირველ ადგილზე დაასახელა, კაპიტანმა გურამ კაშიამ კი – მესამე ადგილას.
კაშიას გადაწყვეტილებამ ქართული საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია.
ამის გამო, ის ტელეწამყვანმა ნიკოლოზ მჟავანაძემაც გააკრიტიკა.
ნახეთ ვიდეო:
@siakhleniმჟავანაძე♬ original sound – სიახლენი • Siakhleni 🇬🇪