Thursday, July 3, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“წმინდა ნათლისღებას შევყავართ ჩვენ ეკლესიაში და დღეს ვევედროთ უფალს, რომ შეგვაძლებინოს ქრისტე შევიმოსოთ” – მეუფე შიო

January 19, 2024
“წმინდა ნათლისღებას შევყავართ ჩვენ ეკლესიაში და დღეს ვევედროთ უფალს, რომ შეგვაძლებინოს ქრისტე შევიმოსოთ” – მეუფე შიო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ, სამების საკათედრო ტაძარში, ნათლისღების სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მრევლსა და სრულიად საქართველოს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ადამიანები „სიმდაბლითაც უნდა შეიმოსონ“ .

„დღეს ყველა ტაძარში იგალობება შემდეგი საგალობელი: „რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს, ქრისტე შეგვიმოსიეს“. ეს ნიშნავს, რომ ვინც მოვინათლეთ, ქრისტე შევიმოსეთ. ეს საგალობელი ყოველთვის იგალობება, როდესაც ადამიანი ინათლება როგორც ერთგვარი ეკლესიის მოწოდება მისდამი. ამ სიტყვებში შეიძლება ითქვას, რომ გადმოცემულია მთელი მთავარი აზრი იმისა, თუ რა არის ნათლობის საიდუმლო და რისთვის ინათლება ადამიანი. რას ნიშნავს ეს სიტყვები, რას ნიშნავს ქრისტეს შემოსვლა, რისთვის არის საჭირო, როგორ ხდება ეს? ეს არის საჭირო ჩვენი სულის გადარჩენისთვის და სულის გადარჩენა რაში მდგომარეობს? მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენს გულში შემოვიდეს უფალი იესო ქრისტე და ცოდვა დაამარცხოს ჩვენს გულში, იმიტომ, რომ ადამიანს ღვთის შეწევნის გარეშე ცოდვის დამარცხება არ შეუძლია. ჩვენ შეგვიძლია ძლიერი ნებისყოფის თუ კარგი აღზრდის წყალობით ზოგიერთი ცოდვა არ ჩავიდინოთ, თავი შევიკავოთ მათგან, მაგრამ ცოდვის როგორც ჩვენი სულის თვისების დამარცხება და ჩვენი გულიდან წარხოცვა ადამიანს საკუთარი ძალით არ შეუძლია. იმიტომ, რომ როდესაც თავდაპირველად ადამმა შესცოდა და განშორდა ღმერთს, მისი ბუნება დაზიანდა და ეს დაზიანება გადაეცა შემდგომ მთელს კაცობრიობას. მას მერე ყოველი ადამიანი იბადება ამ დაზიანებული ბუნებით და ეს სენი იმდენად მძიმეა, რომ ადამიანს არ ძალუძს საკუთარი თავის განკურნება. მაგალითად: შეუძლებელია, რომ ამპარტავანი ადამიანი საკუთარი მეცადინეობითა და შრომით გახდეს თავმდაბალი; ან კაცთმოძულე და შურიანი ადამიანი გახდეს მოსიყვარულე; ან მრისხანე გადაიქცეს მშვიდად; მატყუარა ადამიანმა შეიძულოს ტყუილი და შეიყვაროს სიმართლე შინაგანად, თავისი გულით; ხარბი და ვერცხლისმოყვარე გახდეს ხელგაშლილი, მოწყალე და ლმობიერი და ა.შ. ამ და სხვა ვნებების დამარცხება და ჩვენი გულიდან წარხოცვა შესაძლებელია ღვთის მადლით. ამისთვის საჭიროა უფალი იესო ქრისტე შევიმოსოთ ჩვენ. ამიტომ იგალობება ეს საგალობელი, რომ ქრისტე თავისი მადლით შემოვიდეს ჩვენს გულში და ჩვენი ცოდვები წარხოცოს. ამისთვისაც საჭიროა ერთი თვისება, რომლის გარეშეც უფლის მადლი ჩვენ გულში არ შემოვა. ყველა ადამიანს ახასიათებს ვნებები, განსაკუთრებით, ამპარტავნება. ეს ის თვისებაა, რომელიც სწორედ ხელს უშლის უფალს შემოვიდეს ჩვენს გულში და იმოქმედოს. ჩვენ, სიმდაბლეც უნდა შევიმოსოთ. ერთი წმინდა მამა ამბობს და პატრიარქსაც, ილია მეორესაც გაუმეორებია “სიმდაბლე ღმერთის შესამოსელია“. აი, სიმდაბლეს თუ შევიმოსავთ, მაშინ მადლიც მოვა, მოვიზიდავთ სულიწმიდის მადლს, რომელიც როგორც ჩვენი სამყაროს დიდი შემოქმედი ძალა, რომელიც მამისაგან გამოვალს, მოვა ჩვენს გულში და წარხოცავს ჩვენს ცოდვებს და მოახდენს ჩვენს ფერისცვალებას. ჩვენ შევცვლით ჩვენს ცხოვრებას, აზროვნებას და სრულებით ახალი ადამიანები გავხდებით. სწორედ ამ ფერისცვალებისთვის მოვიდა უფალი იესო ქრისტე დედამიწაზე. სწორედ ამიტომ, რომ მისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი სულის მდგომარეობა, ეს არის უფლისთვის მთავარი, ვიდრე ჩვენი ამქვეყნიური წარმატებები, მიღწევები თუ კეთილდღეობა. ამისთვის ივნო მან ჯვარზე, ჩვენი ცოდვებისთვის. ამისთვის დააარსა მან თავისი ეკლესია. ამიტომ წმინდა ეკლესიაც, ჩვენი სარწმუნოება, ქრისტიანობა არის მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს ღმერთთან ყოფნა. როგორც სახარებაშიცაა ნათქვამი, ვინც თავისთვის კი არ მდიდრდება, არამედ ღმერთისთვის მდიდრდება. გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს, ჩვენთვის გახსნილია გზა სულის ცხონებისკენ. წმინდა ნათლისღებას შევყავართ ჩვენ ეკლესიაში და დღეს ვევედროთ უფალს, რომ შეგვაძლებინოს ქრისტე შევიმოსოთ. და როგორც პავლე მოციქული ამბობს: „ამიერითგან აღარ ვიყოთ ღვთისთვის უცხო, არამედ სახლეურ ღვთისა“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • „კარგად ვიცით, ჯო უილსონი ხელფასს, პრემიას და დანამატებს საიდან იღებს“ – რას აცხადებს გურამ მაჭარაშვილი?
  • ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ 2025 წლის ანგარიში მიიღო – რა წერია დოკუმენტში საქართველოს შესახებ?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge