AMBEBI.GE-მ მოამზადა სტატია ცნობილი ადამიანების შესახებ, რომლებსაც ერთმანეთთან ნათლია-ნათლულობა აკავშირებთ.
მომღერლები თიკა ჯამბურია და ნინი ქარსელაძე, ასევე რეჟისორი დავით დოიაშვილი ლელა წურწუმიას და მამულიჩას ქალიშვილის, მარიკოს ნათლიები არიან. თიკამ და ნინიმ პატარა მარიკო რამდენიმე წლის წინ მონათლეს, მაშინ თავადაც ბავშვები იყვნენ. თავის მხრივ ნინი ქარსელაძის ნათლია მომღერალი ლიზა ბაგრატიონია.
მომღერალ ნინი ბადურაშვილის ნათლიები თამრიკო ჭოხონელიძე და მაია ჯაბუა არიან. როგორც ნინი ამბობს, რაც დედა, ეკა კახიანი ახსოვს, იმ დროიდან ახსოვს თამრიკო და მაია, რომლებიც მისი მეორე დედები არიან. როგორც ნინიმ ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, სიმღერის გარდა თამრიკო ჭოხონელიძისგან მას ტრავმებიც დაენათლა, რადგან ხშირად იღებს სხვადასხვა სახის ტრავმებს და ტრავმატოლოგიურში ნაცნობი სახეა.
ცნობილი ნათლიები ჰყავს ნინის ქალიშვილს, ელენე კუტალაძეს. მისი ნათლიები ქრისტინე იმედაძე, ქეთა თოფურია, სალომე გოგიაშვილი და თაკო გაჩეჩილაძე არიან… კითხვა განაგრძეთ ბმულზე.