ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6576 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6595 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0019 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8941 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.8911 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0030 ლარი შეადგინა.