პიგმენტური ლაქების გაჩენა – საკმაოდ ხშირი მოვლენა შუახნის ასაკს გადაცილებულ პაციენტებში. რა თქმა უნდა, მიუხედავად ასაკისა და სქესისა, კანის პიგმენტაციის დარღვევამ ნებისმიერი ადამიანი შეიძლება შეაწუხოს, რაც უმეტეს შემთხვევაში მზეზე ხანგრძლივი დროით ყოფნის შედეგია.
საკმაოდ ცნობილი ამერიკელი ექიმი, დუგ ვილენი გვთავაზობს მის მიერ შემუშავებულ აბსოლუტურად ნატურალურ საშუალებას, რომელიც ლაქებს გაცილებით სწრაფად და მარტივად გვაშორებს, ვიდრე ნებისმიერი სხვა კოსმეტიკური პროდუქტი და პროცედურა.
ექიმის თქმით, თქვენ დაუყონებლივ უნდა გიაროთ კონსულტაცია სპეციალისტთან, თუ:
- ლაქები ზომაში ძალიან სწრაფად იზრდება;
- გაწუხებთ კანის ხშირი ქავილი და შეწითლება;
- თქვენი კანი დღითიდღე სულ უფრო და უფრო მგრძნობიარე ხდება;
- ლაქები ზედმეტად მუქი ფერისაა.
ყველა სხვა შემთხვევაში, გირჩევთ, ლაქების მოსაშორებლად გამოიყენოთ ეს ნატურალური საშუალება, რომელიც საკუთარი ეფექტურობით ლაზერულ თერაპიას, გამათეთრებელ კრემებსა და პილინგ პროცედურებს ნამდვილად არ ჩამოუვარდება.
როგორ მოვიშოროთ ლაქები სახლის პირობებში სწრაფად და მარტივად?
ხახვის წვენისა და ვაშლის ძმრის კომბიანცია – საშუალება, რომელიც ამ კოსმეტიკურ პრობლემას სწრაფად გაუმკავდება.
ანტიოქსიდანტებით მდიდარი ხახვის წვენი ანეიტრალებს თავისუფალი რადიკალების გამანდგურებელ გავლენას ჩვენს კანზე, ხოლო ალფა-ჰიდროქსიმჟავებით მდიდარი ვაშლის ძმარი – ეფექტურად გვაშორებს მკვდარ უჯრედებს და სტიმულირებს კანის ახალი, ჯანსაღი ფენის ფორმირებას.
მაშ ასე, გთავაზობთ მარტივ ინსტრუქციას:
გაასუფთავეთ და გარეცხეთ ერთი თავი ხახვი, დაჭერით პატარა კუბიკებად და მოამზადეთ მისგან ფაფა ბლენდერის გამოყენებით. წარმოქმნილ ფაფას დაუმატეთ ვაშლის ძმარი და კიდევ ერთხელ კარგად გადაურიეთ. თქვენ უნდა მიიღოთ ჰომოგენური, ერთგვაროვანი მასა. ორივე ინგრედიენტს ვიღებთ თანაბარი რაოდენობით, რაც თვალის ზომით უნდა განსაზღვროთ.
მომზადებული საშუალება ბამბის დისკის გამოყენებით კარგად წაისვით ლაქაზე და დაიტოვეთ სამოქმედოდ 30 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
თუ ამ პროცედურას ყოველ საღამოს ჩაიტარებთ, პირობას გაძლევთ, ლაქები ძალიან მალე ზომაში შემცირდება, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი – საერთოდ გაქრება.
აქვე მინდა გითხრათ, რომ ეს საშუალება საკუთარ თავზე პირადად გამოვცადე და იმდენად კმაყოფილი ვარ, დღეს თქვენც გირჩევთ!
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი დღევანდელი სტატია თქვენთვისაც სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!