რა გახდა სოფელ ჭორვილაში 17 წლის ბიჭის თვითმკვლელობის მიზეზი? „ნიუპოსტმა“ მომხადრის შესახებ ახალი დეტალები გაარკვია.
ოჯახთან დაახლოებული ადამიანები ჰყვებიან, რომ ბიჭი იმ დღეს ნასვამ მდგომარეობაში იყო, თუმცა რა მოტივით უნდა ჩაედინა ლუკას თვითმკვლელობა, მათთვისაც გაუგებარია. რაც შეეხება გავრცელებულ ინტერნეტთამაშ ლურჯ ვეშაპთან მოზარდის კავშირს, ახლობლები ამ ფაქტს გამორიცხავენ.
მოზარდი საცხოვრებელი სახლის სარდაფში, ჩამომხრჩვალი საკუთარმა დამ ნახა. პულსი ჯერ კიდევ ჰქონდა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
ლუკა ივანიშვილი ყველასთვის საყვარელი მოზარდი იყო. გამოირჩეოდა განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით და მღეროდა არაჩვეულებრივად, ის სასულიერო პირის მამა არკადის შვილია, რომელიც ჭორვილის ეკლესიაში მსახურობს. როგორც ახლობლები გვიყვებიან, ლუკა თავადაც ატარებდა სტიქარს.
ლუკა ივანიშვილი გუნდ” ჩანამღერში” მღეროდა, სწავლობდა ვოკალს და დამთავრებულია აქვს მუსიკალური სკოლა საფორტეპიანო მიმართულებით.
მოზარდის გარდაცვალებას მის ფეისბუქგვერდზე კომენტარებით ეხმაურებიან.
„შენ მოგიკვდა შენი ბებო, ჩემო თბილო, ჩემო ჭკვიანო და ჩემო ნიჭიერო ბიჭო, ეს რა ქენი ბებო, რატომ დაგვღუპე , ნათელში მიმყოფოს შენი წ მინდა სული, სანთელი და საკმეველი არ მოგკლებოდეს. ჩვენო დიდო ტკივილო!“ – წერს ციალა ბუღაძე.
„ასე როგორ მოექეცი შენს თავს ლუკა? ასე როგორ მოიქეცი ლუკააა. მეგონა, შენს საოცარ ხმას მთელი მსოფლიო მოისმენდა და შენით ყველა იამაყებდა ლუკა ღმერთო ეს რა ხდებაააა“.